რუსეთის სახელმწიფო მედიამონიტორინგის სააგენტო „როსკომნადზორი“ რუსულ მედიას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ომად მოხსენიებას უკრძალავს.
„ყველა მასალა, რომელშიც უკრაინაში მიმდინარე ოპერაცია თავდასხმად, შეჭრად ან ომის გამოცხადებად არის მოხსენიებული, უნდა წაიშალოს“, - აცხადებენ „როსკომნადზორში“. უწყებამ 10 მედიასაშუალებას, მათ შორის „ეხო მოსკვის“, „დოჟდს“ და „ნოვაია გაზეტას“ „მცდარ ინფორმაციაზე“ წვდომის შეზღუდვა დაავალა.
ზემოხსენებული მედიასაშუალებები რუსული ჯარის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილი იერიშებისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიასაშუალებებს დაბლოკვა და 5 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმაც ემუქრებათ.