უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო: რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან დაიღუპა 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო: რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან დაიღუპა 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან დაიღუპა 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო წერს.

„სამწუხაროდ, ოპერატიული მონაცემებით, საოკუპაციო ჯარის შემოსვლიდან ამ დრომდე დაღუპულია 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი. დაჭრილია 1115 ადამიანი, მათგან 33 ბავშვია“, - წერს ლიაშკო.