არა მხოლოდ ბომბებით, არამედ „ფეიკებითაც“ ახორციელებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვნენ, რადგან მისი თქმით, „მტერი თავდასხმას არა მხოლოდ ბომბებით, არამედ „ფეიკებითაც“ ახორციელებს“.
„ახლა თავდასხმა არა მხოლოდ ბომბებით, არამედ „ფეიკებითაც“ ხორციელდება. რუსთი უკრაინაში ინტერვენციას შეუდგა. პუტინმა უკრაინასთან, დემოკრატიულ სამყაროსთან ომი დაიწყო. მას ჩვენი სახელმწიფოს განადგურება. მას იმ ყველაფრის განადგურება სურს, რაც ჩვენ ავაშენეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.