რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ აღიარების შესახებ, გარდა იმისა, რომ მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაცაა, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუსეთის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისადმი და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, იმოქმედონ საღი აზრით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, - აღნიშნულია განცხადებაში.