როგორც პრეზიდენტმა თქვა, მიგვაჩნია, რომ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო. წერტილი, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.
„როგორც პრეზიდენტმა თქვა, მიგვაჩნია, რომ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო. წერტილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაზიარებთ ინფორმაციას, რადგან გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვმუშაობთ იმავე ინფორმაციასთან, როდესაც ძალიან კრიტიკულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.
19 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა, თუმცა ომის თავიდან აცილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.