გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის შექმნას გეგმავს.
„რუსეთმა შეიძლება მსგავსი მოვლენა აღწეროს, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ცრუ განგაშის გავრცელება, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების აღშფოთება, საფუძველი ჩაუყაროს ომის დაწყების გამართლებას. დღეს ეს ნარატივი მხოლოდ გაძლიერდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ძალიან მაღალი რისკი არსებობს და ეს რამდენიმე დღეში შეიძლება მოხდეს.