უკრაინაში რუსეთის შეჭრის „თარიღები“ და პანიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე -რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ „შემოჭრის თარიღების“ მუდმივ გამოჩენაზე?- უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:
ჩვენთვის ეს დანაკარგებია. დანაკარგებია ყველა ფრონტით. ეს „თარიღები“ და პანიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამ ინფორმაციის გავრცელების სუბიექტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, როგორც ჩანს, ეს ისტორია შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და დაძაბულობაში ჰყავდეს უკრაინის საზოგადოება.
„ყველა შეხვედრაზე დასავლელ ლიდერებს ვეუბნები ამას. მათ არ მოსწონთ ჩემი პოზიცია, რადგან ის განსხვავებულია“, - განაცხადა მან.