ოფიციალური პარიზი აცხადებს, რომ თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ორ სეპარატისტულ რეგიონს აღიარებს, ეს იარაღის გარეშე თავდასხმა იქნება

ოფიციალური პარიზი აცხადებს, რომ თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ორ სეპარატისტულ რეგიონს აღიარებს, ეს იარაღის გარეშე თავდასხმა იქნება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ორ სეპარატისტულ რეგიონს აღიარებს, ეს იარაღის გარეშე თავდასხმა იქნება.

„თუ ეს მოხდება, მაშინ ეს შეუძლებელი სიტუაცია იქნება. ეს იქნება ერთგვარი თავდასხმა იარაღის გარეშე. ეს იქნება უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

15 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიაროს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებას, მიმართოს პრეზიდენტ პუტინს, აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის მხარეები, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

ჟოზეფ ბორელის თქმით, აღნიშნული აღიარება მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება.