რუსეთი არ წყვეტს, ვინ გახდება ან არა ნატოს წევრი, ამას ალიანსის 30 წევრი წყვეტს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმნა.
„ალიანსის წევრებმა ეს პრინციპი მკაფიოდ დააფიქსირეს. პატივი უნდა ვცეთ ევროპაში თითოეული ქვეყნის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ფინეთი და შვედეთი ნატოს ახლო პარტნიორები არიან, თუმცა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს არ აკეთებენ. ამასთანავე მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ნატო ხელს ვერ მოაწერს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას არგაფართოების შესახებ. ეს პრინციპი არა მხოლოდ ნატოს წესდებაში, არამედ ჰელსინკის საბოლოო აქტშიცაა გაწერილი“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.