დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა აბსოლუტური კატასტროფა იქნება, რასაც სერიოზული სისხლისღვრა მოჰყვება.
„უკრაინელები კარგად არიან მომზადებულნი და არის რაღაცები, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არ სჭირდებათ, რადგან უკვე საკმარისი რაოდენობით აქვთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დახმარების პაკეტი სწორია. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა. უკრაინის მიწაზე სერიოზული სისხლისღვრა მოხდება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთში ხალხი უნდა დაფიქრდეს, არის თუ არა გონივრული რუსი ჯარისკაცების სისხლის დაღვრა იმ ომში, რომელიც კატასტროფული იქნება.