ტკბილი ფლავი

ტკბილი ფლავი

ინგრედიენტები

1/2  კგ. ბრინჯი

1 1/5  კგ. ვაშლი (ანტონოვკა)

1   ცალი ფორთოხალი

1   ცალი ლიმონი

1   ცალი კომში

1   ცალი ბანანი

200   გრამი მარგარინი

1   ცალი ვანილი

კურაგა

ქიშმიში

შაქარი

უმარილო მიწისთხილი

მომზადებ

მოვხარშოთ ბრინჯი მარილიან წყალში, ოღონდ ძალიან არ ჩავხარშოთ, ოდნავ მაგარი უნდა იყოს. შემდეგ გავწუროთ თუშფალანგზე და გადავავლოთ ცივი წყალი. ავიღოთ სუფთა ჩაის ტილო და ზედ გავშალოთ მოხარშული ბრინჯი. ასე დავტოვოთ დილამდე.

მეორე დღეს ალუმინის ქვაბში ჩავაჭრათ მარგარინის უმეტესი ნაწილი (მთლიანად არა). შემდეგ კი გავფრცქვნათ ვაშლები, გავჭრათ 6 ნაწილად და ზემოდან დავალაგოთ მარგარინზე. შემდეგ მოვაყაროთ ბრინჯი. ბრინჯს კი ზემოდან – კუბიკებად დაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი, კომში, ბანანი. ვუქნათ ცოტა ვანილი, კურაგა, ქიშმიში, მიწისთხილი და შაქარი. შემდეგ ისევ მარგარინი, ვაშლი, ბრინჯი და ა.შ. ასე დავალაგოთ ფენა-ფენა.

ტკბილი ფლავის ფენების დალაგებას რომ დავამთავრებთ, დავდგათ ქვაბი ძალიან დაბალ ცეცხლზე, სუფრაზე მიტანამდე საათნახევრით ადრე, რათა ცხელ-ცხელი კერძი ყველამ გემრიელად მიირთვათ!