ინგრედიენტები
500 გრამი შერეული ფარში
პომიდვრის სოუსი
150 გრამი ბეკონი
ყველის სოუსი
ყველის ფირფიტები
კიტრის მწნილი
პალაპენიო წიწაკა
სალათის ფოთოლი
პომიდორი
ბურგერის პური
გემოვნებით მარილი და წიწაკა
მომზადება
შერეულ ფარშს დავუმატოდ მხოლოდ მარილი და შავი წიწაკა, ავიღოთ გუნდებად და რამდენჯერმე დავაგდოთ სამზარეულოს მაგიდაზე, რომ ხორცი უფრო შეიკრას და დარბილდეს.
შემდეგ გადავიტანოთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე და შევწვათ ძალიან ცოტა ხნით თითო მხრიდან ბეკონთან ერთად, რადგან ბეკონის არომატი ძალიან უხედება კოტლეტს. კოტლეტს ბოლოს დაადეთ ყველის ფირფიტა რომ დადნეს.
აწყობა: ბურგერის პური (უმჯობესია იყოს თბილი) გავჭრათ შუაზე წავუსვათ პომიდვრის სოუსი, სალათის ფოთოლი, კოტლეტი, წიწაკა, ყველის სოუსი ("ბაზა ბეშამელი". ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნი 1/4, შებოლილი სულგუნი 1/5 ან პარმეზანი და გაუდა), ბეკონი, კიტრის მწნილი, პომიდორი და პურის თავი.