ინგრედიენტები
4 ცალი პიცის ცომი
250 გრამი გახეხილი მოცარელა
125 გრამი შავი ზეთისხილი
1 თავი წითელი ხახვი
ახალი მწვანილი
200 მლ/ლ პომიდვრის საწებელი
450 გრამი პომიდორი
2 ცალი ყვითელი ბულგარული
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.
პიცის ცომი საცხობ ლანგრებზე გააბრტყელეთ და თითოეულ მათგანს მოუსვით პომიდვრის საწებელი. მოაყარეთ მოცარელა, მოალაგეთ დაჭრილი პომიდორი და ზეთისხილი, დაჭრილი ბულგარული და წვრილად დაჭრილი ხახვი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და მოასხურეთ ზეითუნის ზეთი.
დაჭერით მწვანილი და მოაყარეთ პიცას. აცხვეთ 15-20 წუთით, ყველის დადნობამდე და ძირის დაბრაწვამდე.