ქათმის სუპი

ქათმის სუპი

ინგრედიენტები

1   ცალი ქათამი

200   გრამი ხახვი

2   ს/კ დანაყილი ნიგოზი

3   ძირი მწვანილი

1   ჩ/კ მიხაკი

1   ს/კ დარიჩინი

გემოვნებით ძმარი

გემოვნებით პილპილი

გემოვნებით მარილი

მომზადებ

გასუფთავებული ქათამი დავჭრათ ნაჭრებად.

ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, ხახვი, დანაყილი ნიგოზი, მიხაკი, დარიჩინი, შავი პილპილი და მარილი.

ქვაბში ერთ წყებად ჩავაწყოთ დაჭრილი ქათამი, ზემოდან მოვაყაროთ გამზადებული მასალა, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი და საკმაზი წყლით დაიფაროს და დავამატოთ ძმარი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ მანამ, სანამ ქათამი არ მოიხარშება. ხარშვის დროს რამდენიმეჯერ მოვურიოთ კოვზით.