წაბლის სუპი

წაბლის სუპი

ინგრედიენტები

4   ნაჭერი მსხვილად დაჭრილი ბეკონი

2   ს/კ უმარილო კარაქი

1   ცალი დიდი ჭლაკვი(ხახვი)

1   ცალი საშუალო სტაფილო

1   ცალი პატარა პრასი

1   ღერი ნიახური

4 1/2  ჭიქა ქათმის ბულიონი

1   კგ. წაბლი

1   ცალი დაფნის ფოთოლი

1   ღერი ქონდარი

1/2  ჭიქა ნაღები

1/2  ს/კ ახლადდაფქული ჯავზი (მუსკატი)

მარილი

ახლადდაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადებ

გააჩერეთ ბეკონი ქვაბში საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებოთ 3–4 წუთი, ურიეთ დროდადრო, სანამ ცხიმს არ შეიწოვს და ბეკონი არ გახდება თითქმის ხრაშუნა.

დაუმატეთ კარაქი, მსხვილად დაჭრილი ჭლაკვი(ხახვი), მსხვილად დაჭრილი სტაფილო, პრასი და ნიახური. თუშეთ 5–7 წუთი, ურიეთ დროდადრო, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. დაუმატეთ ბულიონი, ახალი, მოხალული და კანგაცლილი წაბლი, დაფნის ფოთოლი და ქონდარი. წამოადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა საშუალომდე. ხარშეთ მსუბუქად დახურულ მდგომარეობაში დაახლოებით 25 წუთი, წაბლის კარგად დარბილებამდე.

გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ. ამოიღეთ დაფნა და ქონდარი. რამდენიმე წყებად ჩაასხით მიღებული მასა ბლენდერში და თქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

ჩაასხით სუპი უკანვე ქვაბში და შედგით საშუალო ტემპერატურაზე. შეურიეთ ნაღები, მუსკატი, მარილი და პილპილი. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი, მსუბუქად შესქელებამდე.