ინგრედიენტები
4 ჭიქა კარტოფილის პიურე
2 ჭიქა გახეხილი მოცარელა
1 ცალი დიდი კვერცხი
1/3 ჭიქა ფქვილი
2 ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი
ზეითუნის ზეთი შესაწვავად
არაჟანი მისართმევად
1/2 ჭიქა ორცხობილას საფანელი
მომზადება
პიურეს მომზადება: ქვაბი წყლით აავსეთ. ჩაყარეთ 1 ს/კ მარილი და გათლილი, დაჭრილი კარტოფილი (დაახლ. 7 ცალი). ხარშეთ დარბილებამდე. გადაწურეთ წყალი და ჩაზილეთ 4 ს/კ კარაქთან ერთად. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ბლინების გაკეთება: დიდ თასში აურიეთ 4 ჭიქა კარტოფილის პიურე, 2 ჭიქა გახეხილი მოცარელა, 1 ცალი კვერცხი, 1/3 ჭიქა ფქვილი და 2 ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი. კარტოფილის საზელით ყველა ინგრედიენტი ერთად ჩაზილეთ. თუ მიღებული მასა ზედმეტად თხელი იქნება და მისგან ბლინებს ვერ გააკეთებთ, შეურიეთ 1 ს/კ ფქვილი.
კარტოფილის ნაზავი სუფრის კოვზით ამოიღეთ, დაამრგვალეთ და 1 სმ სისქის ბლინებად გააბრტყელეთ. ორივე მხრიდან მოაყარეთ პურის ნამცეცები და დააწყვეთ მწვანილის საჭრელ დაფაზე.
საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი. როცა ზეთი გაცხელდება, დააწყვეთ ბლინები და წვით თითოეულ მხარეს 3–4 წუთით გადაბრაწვამდე. დაუმატეთ ზეთი საჭიროებისამებრ. შეგიძლიათ ბლინები ორ ტაფაზე ერთდროულად შეწვათ, ასე მომზადებას უფრო ნაკლები დრო დასჭირდება.