ინგრედიენტები
1 1/2 კგ. სხვადასხვა მინდვრის მხალი
200 გრამი ნიგოზი
2 ს/კ ბროწეულის მარცვლები
3 კბილი ნიორი
100 გრამი მწვანე ხახვი
50 გრამი ოხრახუში
50 გრამი ახალი ქინძი
50 გრამი კამა
ძმარი და წითელი წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მომზადება
მხალეული(ბალბა, ჭინჭარი, თიკნისყურა, ნაცარქათამა ან ნებისმიერი სხვა) გაარჩიეთ და გარეცხეთ ცივ წყალში. შემდეგ ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ. მოხარშვის შემდეგ გაწურეთ(ოღონდ ძლიერად არა), დაკეპეთ და შესაფერის ჭურჭელში მოათავსეთ.
წმინდად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და ახალი ქინძი, გახსენით ძმარში.,დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა და კარგად აურიეთ მხალში.
გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი და ბროწეული. ასეთი წესით მომზადებული მხალი მშრალი არ უნდა იყოს.