გუფთის სუპი

გუფთის სუპი

ინგრედიენტები

15   ჭიქა წყალი

1   ს/კ მარილი

7   ცალი საშუალო კარტოფილი

3   ცალი თხლად დაჭრილი სტაფილო

1/2  ჭიქა სპაგეტი ან პასტა

1/2  თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

2   ღერი წვრილად დაჭრილი ნიახური

3   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   ცალი ათქვეფილი კვერცხი

2   ს/კ დაჭრილი კამა

დაფქული შავი პილპილი

900   გრამი ღორის ხორცის ფარში

1/2  ჩ/კ დაფქული შავი პილპილი

2   ს/კ მარილი

1   ცალი დიდი კვერცხი

1/2  თავი დაჭრილი ხახვი

1/4  ჩ/კ გამხმარი ქონდარი

1/4  ჩ/კ გამხმარი რეჰანი

მომზადებ

მაღალ ტემპერატურაზე დიდ ქვაბში ჩაახსით 15 ჭიქა წყალი. დაუმატეთ 1 ს/კ მარილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. აადუღეთ და 10 წუთით ხარშეთ.

ამასობაში, სტაფილო დაჭერით და კარტოფილს დაუმატეთ.

დაუმატეთ ½ ჭიქა სპაგეტი ან პასტა (სურვილისამებრ).

ღორის ხორცის ფარში დიდ თასში მოათავსეთ. დაუმატეთ ½ თავი დაჭრილი ხახვი, ქონდარი, რეჰანი, შავი პილპილი, 2 ჩ/კ მარილი და 1 ცალი კვერცხი. კარგად აურიეთ.

ხელით ფარშის ნაზავისაგან პატარა გუნდები გააკეთეთ და სუპის ქვაბში მოათავსეთ.

საშუალოზე მაღად ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა. დაუმატეთ 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიახური და ½ თავი დაჭრილი ხახვი. თუშეთ დარბილებამდე. შემდეგ სუპს დაუმატეთ.

ოდნავ ათქვეფილი კვერცხი სუპს დაუმატეთ და თან მუდმივად ურიეთ, რომ კვერცხი არ შეიკრას.

დაუმატეთ 2 ს/კ კამა. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.