ინგრედიენტები
400 გრამი ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1 3/20 ლიტრი წყალი
200 გრამი პომიდორი ჩერი
60 გრამი ყველი მოცარელა
ბაზილიკა
3 ცალი პომიდორი
1 კბილი ნიორი
1 ცალი ხახვი
შაქარი
60 მლ/ლ ლიმონის წვენი
70 მლ/ლ ზეითუნის ზეთი
მარილი
100 მლ/ლ ფორთოხლის წვენი
200 მლ/ლ ტეკილა
100 მლ/ლ გრეიფრუტის წვენი
შავი ჩაი
დარიჩინი
მომზადება
თასში გაცერით 400 გრ. ფქვილი და მოაყარეთ მარილი. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად, დაამატეთ 100-150 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალი და ამოურიეთ. თხევადი მასა დაასხით ფქვილს, მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ ტომატის სოუსი. გაფრცქვენით ხახვი, 1 კბილი ნიორი და დაჭერით წვრილად. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და შებრაწეთ ხახვი. დაჭერით პომიდორი მომცრო კუბიკებად და დაამატეთ დაბრაწულ ხახვს ნიორთან ერთად. მიღებული მასა შეაზავეთ მარილით, ცოტაოდენი შაქრითა და ლიმონის წვენით.
გაჭერით ჩერის პომიდვრები შუაზე და ყველი მოცარელას ბურთულები რამდენიმე ნაწილად. ფქვილიან მაგიდაზე გადმოიღეთ ცომი და გააბრტყელეთ წრის ფორმაზე (30-35 სმ. დიამეტრითა და 5-7 მმ. სისქით). საცხობი ლანგარი დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით და მასზე მოათავსეთ ცომი. ზემოდან კი, წაუსვით ტომატის სოუსი ისე, რომ ცომის კიდეებამდე 3-4 სმ. დარჩეს. ამ ყველაფერს კი, ზემოდან მოაწყვეთ პომიდორი ჩერი და მოცარელას დაჭრილი ბურთულები. აკეცეთ ცომის ნაპირები, ზემოდან მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი და საცხობი ლანგარი მოათავსეთ 180° -მდე გაცხელებულ ღუმელში, ვიდრე არ გამოცხვება.
მოამზადეთ პუნში. ადუღეთ 1 ლ. წყალი და დააყენეთ ჩაის ფერი. 200 მლ. ტეკილა ჩაასხით ჭურჭელში და ადევნეთ თვალყური, რომ ადუღებამდე არ მივიდეს. გაწურეთ ნახევარი ლიმონი, 1 ფორთოხალი და გრეიფრუტი. მათი წვენი კი დაასხით შემთბარ ტეკილას. ამ ყველაფერს დაამატეთ ცოტაოდენი დარიჩინი, ჩაის ფერი და 2 ჩ/კ შაქარი. შეათბეთ პუნში, თუმცა არ აადუღოთ.