ვაშლის კექსი თაფლით

ვაშლის კექსი თაფლით

ინგრედიენტები

1   ჭიქა შაქარი

1   ჭიქა მცენარეული ზეთი

2   ცალი კვერცხი

3/4  ჭიქა თაფლი

1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

2 1/2  ჭიქა ფქვილი

1   ჩ/კ საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი

1   ჩ/კ საჭმელი სოდა

1   ჩ/კ მარილი

1   ჩ/კ დაფქული დარიჩინი

1/2  ს/კ დაფქული ჯავზი/მუსკატის კაკალი

3   ცალი ვაშლი

3/4  ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი

ცოტაოდენი ცხიმი და ფქვილი ფორმისთვის

მომზადებ

გააცხელეთ ღუმელი 165C გრადუსამდე(325F). მოაცხეთ ცხიმი ფორმას(22.5სმ) და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.

დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და მცენარეული ზეთი. ჩაუმატეთ 2 კვერცხი და გათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი.

ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, სოდა, მარილი, დაფქული დარიჩინი და ჯავზი. მიღებული მშრალი მასა ჩაუმატეთ კვერცხის მასას დიდ თასში და ურიეთ, სანამ ნესტიანი არ გახდება. შეურიეთ გათლილი, გულამოცლილი და დაჭრილი ვაშლი და დაქუცმაცებული ნიგოზიც.

გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 50-65 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ 10-15 წუთით და შემდეგ ამოიღეთ ფორმდან. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული შაქარი ან მსუბუქად მოასხით თბილი თაფლი(+კარამელი).