საახალწლო გლინტვეინი

საახალწლო გლინტვეინი

ინგრედიენტები

2   ცალი ფორთოხალი

1 1/2  ლიტრი წითელი ღვინო

750   მლ/ლ თეთრი ღვინო

1   ცალი კოჭა

3   ცალი დარიჩინი

ჩ/კ დაფქვილი მიხაკი

60   გრამი ყავისფერი შაქარი

მომზადებ

ბასრი დანით ან ბოსტნეულის სათლელით ფორთოხალს ფრთხილად მოაცილეთ კანი ზოლებად. შემდეგ დიდ და ღრმაძირიან ქვაბში ჩაწურეთ მათი წვენი.

იმავე ქვაბში ჩაასხით წითელი და თეთრი ღვინო. შემდეგ ჩაუმატეთ ფორთოხლის კანის ზოლები, გათლილი და თხლად დაჭრილი კოჭა, დარიჩინის ჩხირები, მიხაკი და ყავისფერი შაქარი. მოურიეთ შაქრის გასალღობად.

ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, ოღონდ არ აადუღოთ! დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ ქვაბი 1 საათით, რომ კარგად შეზავდეს ღვინო.

უფრო მეტი სიტკბოებისთვის შეგიძლიათ გემოვნებით ჩაუმატოთ ყავისფერი შაქარი. ბოლოს გადაწურეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში, მიირთვით ცხლად, დატკბით და გათბით!

კოჭა უნდა იყოს 7სმ. სიგრძის და ახალი.