დასავლეთ და ჩრდილოეთ იაპონიაში ინტენსიურად თოვს. უამინდობის გამო, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი 100-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, - ამის Sესახებ Reuters-ი წერს.
იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესმა ოპერატორმა, ANA Holdings-მა 77 ფრენა გააუქმა. ამ რეისებით 5 100-მდე ადამიანს უნდა ემგზავრა.
კიდევ ერთ მსხვილ კომპანიას, Japan Airlines-ს 35 ფრენის გაუქმება მოუწია. შედეგად, 1 810 მგზავრი ვეღარ მიიღებს დაჯავშნილ მომსახურებას.
მსოფლიოს მაშტაბით, შაბათ-კვირას დაგეგმილი 6 000-ზე მეტი ფრენაა გაუქმებული. ამ შემთხვევაში, მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონია“.