მხალეულის ნაკრები ნიგვზით

მხალეულის ნაკრები ნიგვზით

ინგრედიენტები

1 1/2  კგ. სხვადასხვა მინდვრის მხალი

200   გრამი ნიგოზი

2   ს/კ ბროწეულის მარცვლები

3   კბილი ნიორი

100   გრამი მწვანე ხახვი

50   გრამი ოხრახუში

50   გრამი ახალი ქინძი

50   გრამი კამა

ძმარი და წითელი წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადება

მხალეული(ბალბა, ჭინჭარი, თიკნისყურა, ნაცარქათამა ან ნებისმიერი სხვა) გაარჩიეთ და გარეცხეთ ცივ წყალში. შემდეგ ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ. მოხარშვის შემდეგ გაწურეთ(ოღონდ ძლიერად არა), დაკეპეთ და შესაფერის ჭურჭელში მოათავსეთ.

წმინდად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და ახალი ქინძი, გახსენით ძმარში.,დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა და კარგად აურიეთ მხალში.

გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი და ბროწეული. ასეთი წესით მომზადებული მხალი მშრალი არ უნდა იყოს.