უზბეკური ფლავი

უზბეკური ფლავი

ინგრედიენტები

1/2  ჭიქა მცენარეული ზეთი

2   ცალი დიდი ხახვი

700   გრამი ბატკნის ხორცი

450   გრამი გრძელი ბრინჯი

450   გრამი სტაფილო

1   თავი ნიორი

1   ს/კ ძირა

1   ჩ/კ ქინძის სუნელი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადებ

დაიწყეთ ბოსტნეულისა და ხორცის გამზადებით: გაფრცქვენით ხახვი და დაჭერით ნახევარ რგოლებად. სტაფილო საშუალო ზომის მოგრძო ჯოხებად დაჭერით, ხორცი კი საშუალო ზომის ნაჭრებად.

დიდ ქვაბში მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ ზეთი და ჩაყარეთ ხახვი. თუშეთ, ურიეთ დროდადრო 5–7 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ ბატკნის ხორცი და მაღალ ტემპერატურაზე 10 წუთით თუშეთ, შემდეგ ჩააყარეთ სტაფილო. თუშეთ კიდევ 10 წუთით.

დაუმატეთ ძირა, ქინძი, მარილი, პილპილი და 4 ჭიქა წყალი. აადუღეთ.

ნივრის თავი (მთლიანი) ბოლოში ოდნავ გაფრცქვენით. მცირედი გაფრცქვნილი ნაწილი ინგრედიენტებს ჩააჭერით, ხოლო დარჩენილი მთლიანი თავი გაუფრცქვნელად ჩააგდეთ ხორცის ნაზავში.

დააფარეთ და საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათით ხარშეთ. ამასობაში, გარეცხეთ ბრინჯი.

საჭიროებისამებრ, დაუმატეთ მარილი და შეურიეთ ბრინჯი.

დაუმატეთ 3 ჭიქა მდუღარე წყალი, შეამცირეთ ტემპერატურა, დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 25–30 წუთით. ხარშვის დასასრულს, ქვაბში წყალი აღარ უნდა იყოს (თუ ქვაბში წყალი ისევ იყო კიდევ ცოტახნით ხარშეთ). როცა მზად იქნება, მირთმევამდე 15 წუთით გააგრილეთ. გემრიელად მიირთვით!