ბაგეტი

ბაგეტი

ინგრედიენტები

2 1/4  ჩ/კ მშრალი საფუარი

1 1/4  ჭიქა თბილი წყალი (40 C)

3   ჭიქა ფქვილი

1   ჩ/კ მარილი

საცხობი სპრეი

1   ჩ/კ სიმინდის ფქვილი

მომზადებ

დიდ თასში ჩაასხით თბილი წყალი და გახსენით საფუარი. დატოვეთ 5 წუთით. საფუარიან წყალში 2 ¾ ჭიქა ფქვილი ჩაყარეთ. ზილეთ ნაზი ცომის მიღებამდე. დააფარეთ და გადადგით 15 წუთით. ცომი მსუბუქად ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ, თანაბრად მოაყარეთ მარილი. ზილეთ, სანამ მარილი კარგად არ შეერევა და ცომი გლუვი და ელასტიკური არ გახდება, დაახლოებით 6 წუთით. თანდათანობით, შეურიეთ დარჩენილი ფქვილი (ცომი ცოტათი წებოვანი იქნება).

ცომი დიდ თასზე გადაიტანეთ და საცხობი სპრეი მოასხით. დააფარეთ და ასაფუებლად თბილ ადგილას დადგით, დაახლოებით 40 წუთით, რომ ზომაში გაორმაგდეს. (ორი თითით ცომს მსუბუქად დააწექით. თუ ჩაღრმავება დარჩა ე.ი. საკმარისად აფუებულია). ჩაზილეთ ცომი, დააფარეთ და დატოვეთ 5 წუთით. გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. აიღეთ ერთი ნაწილი, მეორეს კი დააფარეთ, რათა არ გადახმეს. თითოეულ ნახევარს ფქვილმოყრილ ზედაპირზე 30 სმ ზომის მოგრძო ბაგეტის ფორმა მიეცით, ბოლოებისაკენ დააწვრილეთ. დიდ საცხობ ლანგარს მოაყარეთ სიმინდის ფქვილი და დააწყვეთ ბაგეტები. ოდნავ მოასხურეთ საცხობი სპრეი და დააფარეთ. დატოვეთ ასე 20 წუთით, ასაფუებლად, ზომაში გაორმაგებამდე.

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე.

პურის ზედაპირი დიაგონაზე დანით სამგან დასერეთ (იხ. სურათი). აცხვეთ 20 წუთით, გადაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით!