ინგრედიენტები
1 კგ. ფარში (შერეული)
1 ცალი კვერცხი
ბრინჯი
ნიორი
ოხრახუში, ქინძი, ნიახური
ხმელი ქონდარი
ქიძის სუნელი და უცხო სუნელი
აჯიკა
პილპილი, მარილი
წიწაკა, შაქარი
ტომატ-პასტა
ხახვი
დაფნის ფოთოლი
მომზადება
შერეულ ფარშს დავამატოთ პილპილი, მარილი, ხმელი ქონდარი, ნახევარი(პატარა) ყავის ჭიქა ბრინჯი; ასევე დავამატოთ 4 დიდი თავი გატარებული ხახვი, გატარებული ნახევარი კონა ქინძი, ნახევარი კონა ოხრახუში, 3-4 ღერი ნიახური, ცოტა უცხო სუნელი, ცოტა ქინძის სუნელი და 1 ცალი კვერცხი. კარგად ავზილოთ ხელით, შემდეგ კი გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები და კარგად შევწვათ ზეთიან ტაფაზე. დაახლოებით 70 გუნდა მაინც გამოდის.
ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ 1 თავი ხახვი და დავამატოთ 2 ს.კ. ტომატ-პასტა. ჩავაჭყლიტოთ 4 კბილი ნიორი, 1.5 ჩ.კ. ქინძის სუნელი, 1.5 ჩ.კ. უცხო სუნელი, ნახევარი ჩ.კ. მარილი, ნახევარი ჩ.კ. შაქარი და ცოტა აჯიკა (უმჯობესია მშრალი).
ქვაბში ჩავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. როდესაც წყალი წამოდუღდება, შიგნით ჩავუშვათ სუნელებიანი მასა, 2 დაფნის ფოთოლი, 1 ს.კ. ბრინჯი, შემწვარი გუფთები; ასევე ჩავამატოთ პილპილი და დაფქვილი წითელი წიწაკაც. წვენს გავუსიჯოთ გემო, თუ მარილი აკლია, ჩავამატოთ, შემდეგ კი გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ეს ყველაფერი წამოდუღდება, გავაჩეროთ კიდევ ნახევარი საათით და გამორთვისას ვუქნათ დაჭრილი ცოცალი ქინძი.