სალათა ლორით

სალათა ლორით

ინგრედიენტები

100   გრამი ზეთისხილი

200   გრამი ლორი

1   ქილა სიმინდის მარინადი

100   გრამი სოკო შამპინიონი

სალათის ფურცლები

მაიონეზი

2   ცალი კვერცხი

მომზადებ

დასაწყისისათვის მოხარშეთ კვერცხი. შემდეგ კი გააგრილეთ.

დაჭერით ლორი მცირე ნაჭრებად, სოკო წვრილ ფირფიტებად, ზეთისხილი რგოლებად.

წვრილად დაჭერით მოხარშული კვერცხი.ა

ჩაყარეთ ჯამში ხორცი, სოკო(სასურველია მარინირებული), კვერცხი, ზეთისხილი, ასევე არ დაგავიწყდეთ სიმინდის მარინადი (ან კონსერვირებული სიმინდი).

მოასხით მაიონეზი, აურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

ასევე შეგიძლიათ სალათი პორციებად გადაიტანოთ სალათის ფურცლებით წინასწარ მოწყობილ თეფშებზე.