ინგრედიენტები
500 გრამი ბადრიჯანი
250 გრამი ნიგოზი
3 კბილი ნიორი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
1 ჩ/კ ხმელი ქინძი
1 ჩ/კ წითელი წიწაკა
1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი
3 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
4 ს/კ წყალი
100 მლ/ლ ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით
მწვანილი და ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად
მომზადება
ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ. მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, ეს ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ.
გარეცხილი ბადრიჯანი სიგრძეზე დაჭერით, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. ტაფაზე ზეთი დაასხით და ბადრიჯანი საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით.
შემწვარი ბადრიჯანი სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. ბადრიჯნებს დარჩენილი ნიგვზის მასა ზემოდან გადაუსვით.
დაალაგეთ თეფშზე და, სურვილისამებრ, გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.