ლიმონის სანატრელი კექსი

ლიმონის სანატრელი კექსი

ინგრედიენტები

1   ჭიქა უმარილო კარაქი

2   ჭიქა შაქარი

1   ჩ/კ მარილი

4   ცალი დიდი კვერცხი

2   ჩ/კ საცხობი ფხვნილი

3   ჭიქა ფქვილი

1   ჭიქა რძე

2   ცალი საშუალო ლიმონის გახეხილი კანი

1/3  ჭიქა ლიმონის წვენი

3/4  ჭიქა შაქარი

1 1/2  ჭიქა შაქრის პუდრა

მწიკვი მარილი

3   ს/კ ლიმონის წვენი

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე.

ერთად თქვიფეთ 1 ჭიქა კარაქი(ოთახის ტემპერატურის), 2 ჭიქა შაქარი და 1 ჩ/კ მარილი, თავდაპირველად, კარგად შერევამდე, შემდეგ ფაფუკი მასის მიღებამდე და გაღიავებამდე.

კვერცხები(ოთახის ტემპერატურის) მიღებულ მასას სათითაოდ დაუმატეთ და ყოველ ჯერზე კარგად შეათქვიფეთ. ყველა კვერცხის დამატების შემდეგ, კოვზის დახმარებით, თასის გვერდები ქვემოთ ჩაწმინდეთ და ნარჩენების შესარევად მცირე ხნით ხელახლა ათქვიფეთ.

საცხობი ფხვნილი გაცრილ ფქვილში აურიეთ. ფქვილის ნაზავი ცომს რძესთან მონაცვლეობით შეურიეთ: ჯერ ნახევარი ფქვილი, შემდეგ რძე და ბოლოს დარჩენილი ფქვილი. როცა რძეს დაუმატებთ, ცომი აიჭრება. ამან არ შეგაშინოთ, როდესაც ფქვილს დაუმატებთ ისევ ერთგვაროვანი გახდება. თქვიფეთ ინგრედიენტების კარგად შერევამდე. ცომი ცოტათი არაერთგვაროვანი იქნება, მაგრამ დიდი კოშტები არ უნდა ქონდეს. შეურიეთ გახეხილი ლიმონის კანი ან ¾ ჩ/კ ლიმონის ზეთი.

თანაბრად მოუსვით ცხიმი 10–12 ჭიქის ტევადობის კექსის საცხობ ფორმას. ცომი კოვზით წინასწარ გამზადებულ ფორმაში ერთ დონეზე გადაიტანეთ და ზედაპირი კოვზით მოასწორეთ.

აცხვეთ 45–60 წუთით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. საცხობ ფორმაში, რომელსაც შიდა მხარე შავი ფერის აქვს, კექსი უფრო მალე ცხვება, ასე რომ, თუ ასეთ ფორმას იყენებთ, 40 წუთის შემდეგ შეამოწმეთ გამოცხვა თუ არა კექსი.

სანამ ნამცხვარი ცხვება, გააკეთეთ გლაზური: შეურიეთ 0.3 ჭიქა ახლად გამოწურული ლიმონის წვენი და 0.75 ჭიქა შაქარი. ნაზავი მიკროტალღურ ღუმელში ან გაზქურაზე გააცხელეთ და ურიეთ შაქრის გასალღობად. ლიმონის წვენი არ უნდა ადუღდეს, ამიტომაც მიკროტალღური ღუმელი გაათბეთ და ზედმეტად არ გააცხელოთ – ნაზავი ღუმელში 1 წუთზე ნაკლები დროით მოათავსეთ. მიღებული გლაზური გადადგით.

კექსი ღუმელიდან გამოიღეთ. ფრთხილად შემოაყოლეთ დანა ნამცხვარსა და ფორმას შორის. ფორმა რკინის ცხაურზე გადმოაბრუნეთ. თუ კექსი ფორმიდან მარტივად ამოვა, მაშინ ააცალეთ ფორმა. მაგრამ თუ ფორმას არ მოშორდა, დააცადეთ 5 წუთით, შემდეგ ფრთხილად ააცალეთ კექსს ფორმა. თუ კექსი ისევ ფორმაზე იქნება მიწებებული, ამობრუნებულ მდგომარეობაში კიდევ 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ფორმა ძალიან ფრთხილად წინ და უკან შეარხიეთ და კექსს ააცალეთ.

გლაზური ცხელ ნამცხვარს ფუნჯით ზემოდან და გვერდებზე მოუსვით. აცადეთ გაიჟღინთოს და შემდეგ კიდევ მოუსვით. გაიმეორეთ ასე იმდენჯერ, სანამ გლაზური არ გამოგელევათ.

მინანქრის გაკეთებამდე და მირთმევამდე კექსი ბოლომდე გააგრილეთ.

მინანქრისთვის: შეურიეთ 1.5 ჭიქა შაქრის პუდრა და მწიკვი მარილი, შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი. საჭიროებისამებრ, იმდენი ლიმონის წვენი დაუმატეთ, რომ სქელი გლაზური მიიღოთ, ისეთი, რომ ადვილად არ იღვრებოდეს. ბოლომდე გაგრილებულ კექსს ზემოდან მოასხით.

კექსი რამდენიმე დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. დიდი ხნით შესანახად მაცივარში შედგით. გემრიელად მიირთვით!