ჩინური ბრინჯის ფაფა

ჩინური ბრინჯის ფაფა

ინგრედიენტები

450   გრამი ღორის ხორცის ფარში

1/2  ჩ/კ დაკეპილი ახალი კოჭა

1   კბილი დაკეპილი ნიორი

1   ჩ/კ ბრინჯის ღვინო

მარილი

1/4  ჩ/კ შაქარი

1/2  ჩ/კ სოიოს სოუსი

1 1/2  ჩ/კ სიმინდის ფქვილი

2   ჩ/კ მცენარეული ზეთი

2   თავი დაჭრილი მწვანე ხახვი

6   ჭიქა წყალი

1/2  ჭიქა მრგვალი ბრინჯი

1   ჭიქა სიმინდის მარცვლები

მომზადებ

თასში აურიეთ ფარში, კოჭა, ნიორი, ღვინო, 1/4 ჩ/კ მარილი, შაქარი, სოიოს სოუსი, სიმინდის ფქვილი და ზეთი. კარგად შეურიეთ და შედგით მაცივარში.

დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი. დააფარეთ თავსახური და აადუღეთ. როცა ადუღდება, გაზქურას დაუწიეთ და დაბალ ტემპერატურაზე დაფარებულ მდგომარეობაში ადუღეთ. 15 წუთის შემდეგ მოურიეთ, რათა ბრინჯი ქვაბის ძირს არ მიეკრას. კვლავ დააფარეთ ქვაბს და ბრინჯი დაბალ ტემპერატურაზე კიდევ 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ ისევ მოურიეთ. დააფარეთ თავსახური და ამჯერად 30 წუთით ადუღეთ, ისევ დაბალ ტემპერატურაზე. როცა ბრინჯის ფაფა მომზადდება, მიიღებთ კრემისებრ და გლუვ მასას.

ფარშის ნაზავი ფაფას დაუმატეთ და დაბალ ტემპერატურაზე დაუფარებლად ადუღეთ 5–10 წუთით, ფარშის მოხარშვამდე.

გამორთეთ გაზქურა, დაუმატეთ სიმინდის მარცვლები და მარილი გემოვნებით. მიირთვით მომზადებისთანავე. სურვილისამებრ, თავზე მოაყარეთ მწვანე ხახვი.