კანადის დასავლეთით, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, წყალდიდობამ და ღვარცოფებმა გზები, სახლები, ხიდები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაანადგურა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
უხვი ნალექის პირობებში, მეწყრული პროცესების განვითარებას ხელს უწყობს, რამდენიმე თვის წინ, ძლიერი ხანძრების გამო, ხემცენარეების გარეშე დარჩენილი ფერდობები.
სტიქიამ უკვე 18 ათასამდე ადამიანი დააზარალა.