ქათმისა და სოკოს ფენოვანი ღვეზელი

ქათმისა და სოკოს ფენოვანი ღვეზელი

ინგრედიენტები

1   ს/კ მცენარეული ზეთი

8   ცალი ქათმის ბარკალი

8   ნაჭერი შებოლილი ბეკონი

1   თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

250   გრამი სოკო შამპინიონი (ქამა)

1   კონა ქონდარი

2   ს/კ ფქვილი

400   მლ/ლ ქათმის ნახარში

200   მლ/ლ რძე

500   გრამი მზა ფენოვანი ცომი

1   ცალი ათქვეფილი კვერცხი

მარილი გემოვნებით

მომზადებ

გააცხელეთ ზეთი დიდ, უკრობი ძირის ტაფაზე. შეკმაზეთ ძვალ და კან გაცლილი ქათმის ხორცი გემოვნებით და შეწვით 5-8 წუთის განმავლობაში, სანამ მოყავისფრო ოქროსფერს არ მიიღებს, პერიოდულად გადააბრუნეთ. შესაძლოა შეწვა ორ პარტიად მოგიწიოთ, ეს დამოკიდებულია თქვენი ტაფის ზომაზე.

გადაიტანეთ ქათმის ხორცი თეფშზე და ამჯერად ტაფაზე დიდ ნაჭრებად დაჭრილი ბეკონი დაყარეთ. შეწვით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ბეკონი ხრაშუნა არ გახდება. დაუმატეთ ხახვი, სოკო და ქონდარი, აურიეთ და შეწვით მაღალ ცეცხლზე მომდევნო 3 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი ოქროსფრად არ შეიფერება. შემდეგ მოაფრქვიეთ ზემოდან ფქვილი და ურიეთ 1 წუთი.

დროებით გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით ქათმის ნახარში და თან ურიეთ, მსგავსად დაამატეთ რძეც, ბოლოს კი დააბრუნეთ ტაფაში შემწვარი ქათამი და ხელახლა დადგით ცეცხლზე. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს ყველაფერი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე (დაახლოებით 20×30 სმ ზომის) და დადგით გასაგრილებლად.

გააცხელეთ ღუმელი 220°C-მდე. მზა ცომი თხლად გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, შემოაჭერით ზედმეტი კიდეები საცხობი ფორმის პროპორციულად და ზემოდან კოხტად გადააკარით მასში მოთავსებულ მასას. გვერდებზე ცომი ლამაზად დავაფიქსიროთ და ზედმეტი ნაწილი დანით შემოვაჭრათ. მსუბუქად გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ ამოიწევს და დაიბრაწება მოყავისფრო-ოქროსფრად. გემრიელად მიირთვით!