ფეხბურთელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კახა კალაძე „ლელოსთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ შეეხო დაპატიმრებული მეგობრის, ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის საკითხს.
კალაძემ კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, განაცხადა:
- კულუარულ საუბრებზე ჩამოვარდა სიტყვა და მეც დამიკავშირდა თავის დროზე შსს-ს მაღალჩინოსანი, დემეს გამოშვებას დამპირდა, თუ ის აღიარებდა ქურდულ სამყაროსთან კავშირს, რაზეც დემეს მხრიდან კატეგორიული უარი მიიღეს და ვენაცვალე მის ადამიანობას, რომ არ აჰყვა ცდუნებას და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
ის კაცი შევიდა ციხეში და კაცად დარჩა ბოლომდე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის კრიმინალია ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ისიც, ვინც უდანაშაულო ადამიანს ციხეში სვამს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უნდა ვიღაცას.