ჭარხლის ფხალი

ჭარხლის ფხალი

ინგრედიენტები

1   კგ. ჭარხალი

200   გრამი ნიგოზი

1   ჩ/კ უცხო სუნელი

1   ჩ/კ ხმელი ქინძი

1   ჩ/კ დაღერღილი წითელი წიწაკა

6   ს/კ თეთრი ღვინის ძმარი

3   კბილი ნიორი

10   გრამი ახალი ქინძი

10   გრამი ახალი ოხრახუში

მარილი

მომზადებ

ჭარხალი ქვაბში მოათავსეთ და მოხარშეთ. ამასობაში, ნიგოზი და ნიორი ერთად დანაყეთ ან გაატარეთ. მოათავსეთ თასში სუნელებთან და მარილთან ერთად.

გაფცქვენით მოხარშული ჭარხალი, დაჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მოათავსეთ თასში ნიგვზიან მასასთან ერთად.

წვრილად დაჭერით მწვანილი და ჩაუმატეთ თასში. ჩაასხით ძმარიც და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელით კარგად შეურიეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის კოვზიც).

გააგრილეთ მაცივარში. მირთმევამდე გააფორმეთ ხახვით, მწვანილით, ბროწეულის მარცვლებითა თუ სხვა სასურველი ინგრედიენტით.