საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისთანავე ოპოზიცია დასახულ გეგმას მიჰყვა და აქცების გამართვით შემოიფარგლა. გუშინ, ექს-პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იყო, სასამართლო პროცესის პარალელულად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და სუს-ის შენობასთან აქციები გამართეს. აქციებს დაპირისპირების გარეშე არც ახლა ჩაუვლია და სამართალდამცველებს 46 პირის დაკავება მოუწიათ.
„როგორც მოგეხსენებათ, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით, აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან არსებულ ვითარებაზე. მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა. ამ დროისთვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. ასევე, პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებისთვის და წვრილმანი ხულიგნობისათვის“, - განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
საქართველოს უახლოესი ისტორიიდან საზოგადოებას კარგად ახსოვს, პარლამენტზე შტურმის მოწყობისთვის, პოლიციამ აწ უკვე ყოფილი პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა, რომელიც ამის გამო, გაასამართლეს.
ახლაც, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან აქციების „მარათონსა“ და სახელმწიფო ინსტიტუებზე შეტევას მოჰყვება თუ არა ოპოზიციის ლიდერების დაკავება, აღნიშნული საკითხით დავინტერესდით და ანალიტიკოსებს მივმართეთ.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუკი ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები გაგრძელდება, მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.
„ნებისმიერი ადამიანი საკუთარ არჩევანს თავად აკეთებს. თუ ეს ადამიანები კანონს დაარღვევენ, ისინი მიხეილ სააკაშვილს გვერდით მიუსხდებიან. ამ ქვეყანაში არეულობის დაშვებას არავინ აპირებს და არავინ აპირებს 2003 წელში დაბრუნებას. თუ ვინმე პოლიციაზე იძალადებს, შესაბამის პასუხს მიიღებს. საერთოდ, არ მგონია ამ ადამიანებს რამის თავი ჰქონდეთ. მათი ლიდერი ციხეშია და თუ რამის თავი აქვთ, შეუძლიათ იმოქმედონ. თუმცა, ვიდრე რამე ნაბიჯს გადადგამენ, ათასჯერ გაზომონ“, - განუცხადა ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა for.ge-ს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე შექმნილ ვითარებას ასე ფასებს: „პოლიცია ჯერჯერობით მხოლოდ იმას აკავებს, ვინც მანიფესტაციისა და შეკრების კანონს არღვევს და სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირებას აწყობს. მოსალოდნელი ყველაფერია, გააჩნია ოპოზიცია რას მოიმოქმედებს. თუ ოპოზიციის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას უშუალოდ კანონის დარღვევაში, ალბათ, მათი დაკავებაც მოხდება. თუმცა, ვფიქრობ, საქმე იქამდე არ მივა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და ხელისუფლება უფრო ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლება. ასეთ გართულებებს ველოდები, რადგან მუდმივი პროვოცირებები იქნება“.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიციის აქციებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მისი ბიძა, თემურ ალასანია მართავს.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სიტყვის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა, ეს ყველაფერი კანონმდებლობით რეგულირდება და ამ თვალსაზრისით, ყველაზე ლიბერალური კანონი გვაქვს. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, თუ ადამიანი კანონის ფარგლებს გასცდება, მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ოპოზიციის მხრიდან გამოკვეთილ პროვოკაციის ქმედებებს უკვე ვხედავთ. მათი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაპატიმრებული, რათა შემდგომ თქვან, რომ ნახეთ, აზრის გამოთქმის გამო, რამდენ ადამიანს აპატიმრებენ.
იმას, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, პროვოცირებაა, რადგან იყოს ბევრი ცხელი წერტილი, იყოს ბევრი დაპირისპირება, იყოს ბევრი დაკავებული და ა.შ. მათი ერთადერთი მიზანია, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტად დაძაბონ სიტუაცია. საქართველოში თუ ვინმეს ქაოსი და დესტაბილიზაცია აწყობს, ეს არის ერთადერთი სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებული აქვს. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობის“ ამ პროცესებს ხელმძღვანელობს თემურ ალასანია, რომელიც „კაგებეს“-ს ყოფილი თანამშრომელია და ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის ბიძაა და ამ პროცესებში ერთად მონაწილეობენ“, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
რა საჭირო იყო ეს კადრები?
ბრალდებების საპასუხოდო,ვითომ რომ თავს იმართლებ ქოცნებავ...
ამდენ, გამიზნულ დეზინფორმაციას რომ ლაპარაკობს გვარამია, რატომ ვერ აჩუმებთ და ვერ აგვარებთ, კულისებს მიღმა საკითხებს ისე, როგორც ეს სააკაშვილს შეეძლო?!
სააკაშვილი, გვარამიასნაირ ოპოზიციონერს,იმოდენა საქაღალდეს დაუდებდა მაგიდაზე, თვისი "დანაშაულებებით" სავსეს, რომ სულ ბედნიერი სახით აჟღურტულებდა ტელეეკარნებიდან ,რასაც მოისურბებდა იმას! ...და სულ არაფერში დაჭირდებოდა თავის სამართლებელად, რაიმე კადრების გავრცელება.
" დემოკრატიაში, ყოველთვის არსებობს გამოსავალი!"
გამოდის, ძლიერი(რაში,ეს სხვა თემაა) ნაცები მეტ-ნაკლებად სააკშვილის ერთგულები დარჩნენ.... მარტო წვრილფეხა ნაცები შეუზელია ოცნებას.
კი ემსგავსება თქვენი მიდგომები ნაციონალებისას, ოღონდ ძალიან ელემენტარულ დონეზე.
ჩვენ, ასე კი არ გვინდოდა... ქვეყნის სამსახურში მოსული ხელისუფლების იმედი გვქონდა(ნუ იმედი ბოლოს კვდება)...წინამ მზაკვრობაში გალია 9 წელი, თქვენა კიდევ დოყლაპიობაში და აბა, ხალხმა რა ქნას?!
ერის არაჯანსაღი ნაწილი ქუჩაში ღრიალებს და ქაოსს აწყობს.
არ არიან ისინი კარგად, არა!
შედარებით ჯანსაღი ხალხი, რომელიც თქვენმა უსუსურობამ და უნიათობამ დაღალა, ზის და ელოდება 73489845 სერიას.
აბა თქვენ იცით, მერამდენე თაობას დააბერებთ, ქვეყნის მინიმალურ წინსვალზე ოცნებაში!
მეტი რა შეიძლება ახლა ამათზე თქვა, დალაგებულმა ადამიანმა?!
დრო არ მაქვს და იქნებ გამომრჩა...
ვინმე ჟურანლისტმა გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ნიუანსების ანალიზი?
პუტინის მონაო, რომ ღრიალებს... პირველი საგარეო ვიზიტი რუსეთში არ ჰქონდა,პუტინს რომ თვალებში ჩახედა? გიორგი ბარამიძე, ლომაია და მისათანები საით ექაჩებოდნენ საქართველოს, სანამ სააკაშვილმა უფრო ეფექტურ ფასად არ გაყიდა საქართველო?!
რუსული, პოლიტიკური თოქშოუები მაინც არ მქონდეს ნანახი და ბარამიძის ჭიკ-ჭიკი იქ მოსმენილი...
გამოდის, ვიღაცას ძალიან უნდა მრუდე სარკეები!
ბევრი უწყებაა როგორი დასაფერთხი, იცი? - აი, ხარახურით საცსე ტომარას რომ თავდაყირა დაიჭერ, დაცლი, მერე ცარიელს რომ გადმოაბრუნებ, ორ-სამჯერ ღონივრად დაიქნევ, რათა ძველი მტვერიც არ ჩარჩეს შიგ და შემდეგღა რომ დაიწყებ რაღაც-რაღაცების ამორჩევას იმ ხარახურიდან და უკან ჩალაგებას... დანარჩენი კი - throw it in the trash!