ნონა მამულაშვილის ძმის, მამუკა მამულაშვილის მხრიდან, უკრაინიდან ბოევიკების გამოგზავნის მუქარიდან მალევე, 29 სექტემბერს თბილისში 12-კაციანი ჯგუფი ჩამოფრინდა, რომელიც უკან გააბრუნეს

ნონა მამულაშვილის ძმის, მამუკა მამულაშვილის მხრიდან, უკრაინიდან ბოევიკების გამოგზავნის მუქარიდან მალევე, 29 სექტემბერს თბილისში 12-კაციანი ჯგუფი ჩამოფრინდა, რომელიც უკან გააბრუნეს

სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილი - შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. საქმეში ფიგურირებს მიხეილ სააკაშვილი. როგორც სუს-ში აცხადებენ, ატარებენ გამოძიებას სახელმწიფო ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლით და ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

გამოძიების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიცია პროცესების რადიკალიზაციის გზით ცდილობს სახელმწიფო გადატრიალებას. როგორც ჩანს, ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა დიდი ხნით ადრე დაგეგმა და ამის ერთი-ერთი ნაწილი იყო ექს-პრეზიდენტის საქართველოში შემოპარვა. ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომ უკრაინაში დაიწერა, ამას ადასტურებს კიდევ ერთი ფაქტი.

კერძოდ, როგორც ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, 29 სექტემბერს კიევი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა უკრაინელ მამაკაცთა 12-კაციანი ჯგუფი, რომლებსაც თან არ ჰქონდათ თანხა, უკან დასაბრუნებელი ბილეთები და ვერ დაასახელეს, თუ სად აპირებდნენ განთავსებას. შესაბამისად, 12-ვე უკან, კიევში იქნა დაბრუნებული. ამასთან, სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა პირდაპირი მუქარა უკრაინიდან, ქართული ლეგიონის მეთაურის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის ძმის, მამუკა მამულაშვილის მხრიდან, საქართველოში თავისი თანამებრძოლების გაგზავნის თაობაზე.

„12-ვე ადამიანი დააბრუნეს უკან, მაგრამ ამით პრობლემა აბსოლუტურად არ აღმოფხვრილა. ვიცი, ვინც არიან, სია მაქვს, მაგრამ ამ სიას ვერ ვაქვეყნებ. ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ 12-ვე წარმოშობით უკრაინელია. ამ ჯგუფის წევრებს არ გააჩნდათ თანხა, არც უკან წასასვლელი ბილეთი და ვერც იმ კითხვას უპასუხეს სად, რომელ სასტუმროში აპირებდნენ განთავსებას. ეტყობა, ფული აქ უნდა მიეღოთ, ამ გარემოებებმა შექმნა დასაბუთებული ეჭვი, რომ ეტყობა რაღაცასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფომ არ გარისკა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ისინი არ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე. ახლა მეტი ყურადღება გვმართებს შემომსვლელებთან დაკავშირებით.

ახლა იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში ქართველმა ლეგიონელმა, მამუკა მამულაშვილმა უკრაინიდან პირდაპირ მოუწოდა მომიტინგეებს - „თქვენ თუ არ გააკეთებთ თქვენს გასაკეთებელს, მაშინ ჩემს ბიჭებს გამოუშვენ საქართველოში და ისინი მიიყვანენ საქმეს ბოლომდე“. მეტი რა უნდა თქვას - რიცხვი არ უთქვმას და გამომგზავნელთა რაოდენობა. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, გაძლიერებულ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი აეროპორტები, საზღვაო პორტები, მათ შორის საავტომობილო საზღვარი და არა მარტო სუს, არამედ შსს-ს სასაზღვრო პოლიცია უნდა მუშაობდეს ყურადღებით. ქართველიშვილის თქმით, თუკი, რომელიმე პირთა ჯგუფი იწვევს ეჭვებს, უნდა შეეზღუდოთ საქართველოში ჩამოსვლა.

„პირველ რიგში საუბარი მიდის უკრაინაზე, იმიტომ, რომ პირდაპირი მუქარა მოდის უკრაინიდან, მამუკა მამულაშვილის მხრიდან, რომელიც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნონა მამულაშვილის ძმა არის. ასე, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამის გამოცდილება ქვეყანას აქვს, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მიწურულს, როდესაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც მულტიეთნიკური ჯგუფი იყო. მოგეხსენებათ, ამ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებას რეალურად აყალიბებედნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტერორისტები, მათ შორის - პანკისის ხეობიდან. მაშინ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის გამოცდილება. არაოფიციალური სია იყო ქვეყნების, რომლის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული და ძალიან ბევრი არ შემოვუშვით. გარკვეულწილად ადამიანის უფლებები დავარღვიეთ, მაგრამ მაშინ წინა პლანზე წამოვწიეთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

უკრაინიდან 12-კაციანი ჯგუფის შემოსვლის შესახებ ინფორამცია არ აქვს კონფლიქტოლოგს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, მამუკა არეშიძეს რომლის განმარტებით, მდგომარეობა სახიფათოა და როგორც წესი, ეს სახიფათო მდგომარეობა წლების განმავლობაში მზადდებოდა.

„მე მაინც ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის აქ ჩამოსვლა კარგად დამუშავებული სცენარის ნაწილია. ძალიან ეფექტურად მუშაობს ის სისტემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წლების განმავლობაში შექმნა საქართველოში და მათ შორის დასავლეთ ევროპაში. უკრაინელებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის, რომ ეს სისტემა წარმატებით მუშაობს ძველი ევროპის ქვეყნებში, ამაზე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და ჩემთვის ცნობილია ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარი, რომელიც სისტემაში ზის.

ჩვეულებრივი ემიგრანტები არ არიან. ისინი მართავენ ამ ვითარებას პარიზიდან -კოპენჰაგენამდე: ვინ, ვინს როდის უნდა შეხვდეს; რა ტიპის ლობისტურმა კომპანიამ ვისთან უნდა იმუშაოს; ვინ უნდა შეახვედრონ ეუთოს, თუ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურას; რა დონის წერილი უნდა მოვიდეს; პრესაში როგორი თანმიმდევრობით რა წერილი უნდა გამოქვეყნდნენ; ეს ყველაფერი არის დალაგებული“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, იგივე მდგომარეობა არის საქართველოში და ადამიანები, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან, ეს არის აიზბერგის წვერი.

„ყოფილი ძალოვანები, რომლებიც დღესაც სისტემაში არიან, ამ სისტემის ნაწილი არიან და ასეთი საკმაოდ ბევრია. ზოგი გულით არ აკეთებს საქმეს და ამიტომ ეს ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნაკლებად დასაყრდენია. ზოგი კი ღრმად არის დაფარული და ისე მოქმედებს. იგივე კერძო დაცვის თანამშრომლები, რომლებიც იმ ნიშნით არიან შეკრებილები, რომ ხელისუფლების მხარს უჭერენ და ემზადებიან შესაბამისი დროისათვის. ინფორმაცია მაქვს ასეთი ტიპის სამსახურის შესახებ და ვიცი სად არის განლაგებული ერთ-ერთი მათგანი, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი.

ხშირად ისმის ფრაზა - კარგი იქნება თუ ერთი ადამიანი დაიღუპება, ლიდერი დაიღუპება - ეს დღევანდელი ხელისუფლების მიერ არ არის შეთხზული. „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ძალიან მაღალი დუღილის ტემპერატურა, ამ დუღილის ტემპერატურის შემსრულებელია დღეს ქუჩაში გამოსული ახალგაზდრობა და ეს ფაქტია. უბრალოდ, ვერ მიაღწიეს ამ დუღილის ტემპერატურას. არ ჰყოფნით ფსიქოლოგიური და ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ ამ დუღილის ტემპერატურას მიაღწიონ და იმ ხალხის გამოჩენა ღირდეს, რომელზედაც უკვე გესაუბრეთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება იმავე ძალების გავლენის ქვეშ არის, როგორც საქართველო და აქიდან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერანაირ პოლიტიკურ ხაზს ვერ ატარებს და არ აქვს იმის უნარი, აღკვეთოს ის ქმედება, რაც იგეგმება საქართველოს წინააღმდეგ უკრაინაში.

„ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის უდიდესი საფრთხის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მებრძოლების, ფანატიკოსების, გაურკვეველი სექტის თარეში საქართველოში დაუსჯელია. თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა, რომ შეინარჩუნოს მდგომარეობა, აქვს ერთი გამოსავალი - გაამკაცროს საკანონმდებლო დონზე და მათ შორის კანონის აღსრულების დონზე თავისი პოზიცია. ყოველგვარ საზღვარს ცდება ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება უკრაინიდან ბოევიკების გამოგზავნას, უკან კი არ უნდა დაებრუნებინათ, არამედ უნდა ჩაეყუდებინათ აქ და მერე ისწავლიდნენ როგორ უნდა სხვა ქვეყანაში ტერორისტული მიზნებისთვის და გადატრიალებისთვის შემოსვლა.

ამ 12-კაციანი ჯგუფის დაბრუნებით საფრთხე მოხსნილი არ არის. ერთი მხრივ საფრთხე არსებობს ამ ტვინგაცხელებული ადამიანების არსებობაში და მეორე მხრივ უფრო დიდი საფრთხე არის ამ საფრთხის არადეკვატურ შეფასებაში, იმ უპრინციპობაში და უხერხემლობაში, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების მოქმედებაში. დემოკრატიულ ილუზიებში არიან, სადღაცას დაფრინავენ, როდესაც საქმე გვაქვს ფაშისტურ ძალასთან, რომლებიც დესტაბილიზაციის გზით მიისწრაფიან ძალაუფლებისკენ. ჯერ კიდევ 2012 წელს ვთქვი, რომ კოჰაბიტაციის პოლიტიკა გამოიწვევდა კატასტროფულ შედეგებს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მარტივი სიტუაცია ნამდვილად არ არის. იმ შემთხვევაში თუკი 12-კაციანი უკრაინული ჯგუფის წევრები უკრაინის სამთავრობო კონტროლის ქვეშ მყოფ ჯგუფს არ წარმოადგენდნენ, ასეთ შემთხვევაში საპროტესტო ნოტას ვერ გააგზავნი, ამის საფუძველი არ არის.

„აფხაზეთის ომში რუსები მონაწილეობდნენ, მაგრამ მონაწილეობდნენ არაოფიციალური ფორმირების წევრები. ამიტომ, რუსეთისთვის პრეტენზიის წაყენების საფუძველი არ იყო. ანალოგიური სიტუაცია არის ახლაც. თუ ისინი არ წარმოადგენენ სახელმწიფოს, მაშინ სახელმწიფომ რა უნდა ქნას? მისმა მოქალაქეებმა აიღეს ბილეთი და წამოვიდნენ საქართველოში, სახელმწიფო მათზე პასუხისმგებელი არ არის. თუკი გამოძიება ქართველ სამართალდამცავებს მიიყვანს იქამდე, რომ გამოვლინდება უკრაინაში განთავსებული დაჯგუფება, რომლებსაც პრეტენზიები აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი. სამუშაო არის უკრაინასთან, რომ ორივე მხარე დარწმუნდეს იმაში, რომ ეს იყო დანაშაულებრივი დაჯგუფება.

რბილად რომ ვთქვათ ძალიან საშიში ვითრებაა. აქ კიდევ ერთი რამეა დამაფიქრებელი - ეს აშკარად სამხრედრო ტიპის ჯგუფია, შემოდიოდა ისე, რომ იარაღი არ მოჰქონდათ. ე.ი. აქ ეგულებათ შეიარაღება და იცოდნენ, რომ მათ აქ შეაიარაღებდნენ. ე.ი. აქ, ნაციონალებს აქვთ იარაღის საცავი. იარაღის საცავი თუ არის, ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი იმიტომ, რომ იმ იარაღას ვინ აიღებს და როგორ გამოიყენებს კაცმა არ იცის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

Katana სოსო მანჯავიძე: "რაც შეეხება უკრაინიდან ბოევიკების გამოგზავნას, უკან კი არ უნდა დაებრუნებინათ, არამედ უნდა ჩაეყუდებინათ აქ და მერე ისწავლიდნენ როგორ უნდა სხვა ქვეყანაში ტერორისტული მიზნებისთვის და გადატრიალებისთვის შემოსვლა."
*
როგორც კი სათაური წავიკითხე, მაშინვე გამიჩნდა პროტესტი: რატომ გააბრუნეს უკან, იმის მაგივრად, რომ დაეჭირათ, ჩაესვათ, გამოეწურათ სრული ინფორმაცია და მერე გადაეწყვიტათ მათი შემდგომი ბედი - ციხე თუ დეპორტაცია-მეთქი!..

(როცა უშიშროების საქციელი ჩემი ლოგიკის ჩარჩოებში არ ჯდება, მინდა ვიფიქრო, რომ ისინი პროფესიონალები არიან და თავისი საქმე ჩემზე კარგად იციან-მეთქი... მაგრამ სააკაშვილის შემოსვლა და სეირნობა სხვადასხვა რეგიონში, არ მაძლევს ამგვარი ვარაუდის საფუძველს, სამწუხაროდ).
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აეროპორტთან უნდა აშენდეს სპეციაური შენობა და შემოგზავნილები იქვე უნდა ჩაამწყვდიონ სანამ პატრონი არ მოაკითხავს, ამით ყველა გაიშიფრება!
3 წლის უკან