ინგრედიენტები
1 ცალი კიტრი
5 ცალი პამიდორი ჩერი
1 ცალი სტაფილო
200 გრამი კრევეტები
20 გრამი ნაღების კარაქი
20 გრამი მაგარი ყველი
3 ს/კ მშრალი ღვინო თეთრი
2 ნაჭერი თეთრი პური
2 ს/კ მცენარეული ზეთი
1 ს/კ ლიმონის წვენი
1 კონა სალათის ფოთლები
1/2 კონა კამა
მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება
სალათის ფურცლები გარეცხეთ ცივი წყლით და ხელით დააქუცმაცეთ თეფშზე. თხელ ზოლებად დააჭერით კიტრი. ზემოდან მოაწყვეთ შუაზე გაჭრილი პამიდორები. დაამატეთ თხელ ზოლებად დაჭრილი სტაფილო. თხლად დაჭერით ყველი და დაამატეთ სალათს.
გამოაშრეთ პური ტოსტერში, მოაშორეთ ქერქი, დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად და ზემოდან მოაყარეთ სალათს.
შეწვით გასუფთავებული და მოხარშული კრევეტები მსუბუქად ნაღების კარაქში, მოასხით თეთრი ღვინო და მოშუშეთ 1 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სალათს მომზადებული კრევეტები და წვრილად დაჭრილი კამა. მოაყარეთ მარილი, ახლად დაფქული შავი წიწაკა, ქუნჯუთის კაკალი, მოასხით მცენარეული ზეთი და ლიმონის წვენი.
სურვილისამებრ შეგიძლიათ ეს სალათა მაიონეზითაც მოამზადოთ.