„სააკაშვილს ჭამა კი უყვარს, მაგრამ ჭამის სიამოვნებას თმობს, იმდენადაა შეპყრობილი ძალაუფლების ვნებით“

„სააკაშვილს ჭამა კი უყვარს, მაგრამ ჭამის სიამოვნებას თმობს, იმდენადაა შეპყრობილი ძალაუფლების ვნებით“

„ნაციონალებს“ ეჩვენებათ, რომ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დიაგნოზი დასვა სალომე სამადაშვილმა. მას არც ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ჩამორჩა და კიდევ უფრო შორს წასული განცხადება გააკეთა - „თუ მიშა წავა, ჩემი ერი მოკვდება“. თუმცა დარჩიაშვილი მიშასთან მიმართებით სასწაულებს ისევ ელის და მიშას გარეშე მექანიკურ ცხოვრებას არ ეგუება.

რისთვის სჭირდებათ „ნაციონალებს“ მოვლენების ჰიპერბოლიზაცია სააკაშვილის ჭრილში და რატომ ლაპარაკობენ მთელი ერის სახელით ექსპრეზიდენტთან მიმართებით? იწვევს თუ არა სააკაშვილი საერთო ეროვნულ დეპრესიას?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამადაშვილის და დარჩიაშვილის განცხადებები ბოროტი აჟიოტაჟის გამოსაწვევადაა მიმართული. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი აურზაური შეიქმნას სააკაშვილის გარშემო. მათ სხვა მიზანი არ აქვთ.

ანალიტიკოსის აზრით, ასეთი ხმამაღალი განცხადებებით შეიძლება, ვინმე უბირი ხალხი მოატყუონ, მაგრამ რეალურად თვითონ სამადაშვილმაც და დარჩიაშვილმაც მშვენივრად იციან, რომ არავითარი საფრთხე სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ ემუქრება. მისი შიმშილობაც იმიტაციურია, ის ყველა საჭირო ნივთიერებას იღებს, რაც საჭიროა მისი სასიცოცხლო ფუნქციებისთვის.

„შეიძლება, წონაში დაიკლო, რადგან შეზღუდული აქვს საკვების მიღება და ეს დისკომფორტია, ეს არის გარკვეული ტიპის შიმშილობა, მაგრამ ეს არ არის ისეთი ტიპის შიმშილობა, რომელიც მის სიცოცხლეს განსაკუთრებულ საფრთხეს შეუქმნის. ცხადია, დისკომფორტს შეიქმნის საკუთარი თავისთვის, მაგრამ იმდენადაა შეპყრობილი ძალაუფლების ვნებით, რომ ჭამა კი უყვარს, მაგრამ ჭამის სიამოვნებას თმობს“,-გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რთულია საუბარი, რას ნიშნავს საერთო ეროვნული დეპრესია. მისი განმარტებით, ზოგადად, დეპრესია ეს არის ადამიანის ნების დაქვეითება-დაკნინება. გარკვეულ სოციალურ ძვრებს რომ გამოიწვევს სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, ამაში საკვირველი არაფერია.

„ცხადია, სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება სოციალურ ძვრებს გამოიწვევს, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ამისთვის არ არის საჭირო, იყო კონსტიტუციონალისტი ან პოლიტოლოგი. მიშას ჰყავს თავისი მომხრეები და მათთვის ეს ძალიან დიდი დანაკარგი იქნება, თუკი საუბარია ფატალურ შედეგზე. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენას საზოგადოების ყველა ფენაზე მოახდენს. ეს გავლენა სხვადასხვაგვარი იქნება, ზოგიერთს შეიძლება გაუხარდეს კიდეც მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნა, ასეთებიც არიან ჩვენს საზოგადოებაში, რომელთაც სხვისი უბედურება და სიკვდილი უხარიათ, ზოგიერთებმა კი შეიძლება ძალიან მძიმედ აღიქვან ეს მოვლენა. ზოგადად, საერთო ეროვნულ დეპრესიაზე საუბარი სააკაშვილის შიმშილობის შეფასებისას შეიძლება ცოტა გადაჭარბებულიცაა“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ის სახედარი ვინც გასცა ბრძანება, ვისი ბრძანებითაც გორში ღამით სტალინის ძეგლი მოთხარეს, ანუ მოთხარეს ყველაზე დიდი მხედართმთავარის, სახელმწიფოს მმართველის და პოლიტიკოსის ძეგლი, ვინც კი საუკუნეთა განმავლობაში ქართული გენისგან, საქართველოში შობილა, მე ვერ შემებრალება! სხვა რამე დანაშაული მე არ მეხება, იმ დანაშაულებს (მარცხი ომში, ტერიტორიების დაკარგვა, დავით გარეჯის სამონასრო კომპლექსის აზერბაიჯანისათვის გადაცემა....) თავიანთი მომკითხავები ჰყავს! სტალინის ძეგლის მოთხრისათვის ქართველი ხალხისაგან ის, მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს სამარადჟამო სიძულვილს!
3 წლის უკან