მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახური გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თავად ალაგებს პირად ნივთებს და ორი პარკით ტოვებს N12 დაწესებულებას.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა იმ პალატის კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. უწყებამ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღო. გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილს შეხვდა სახალხო დამცველს, რომლის განცხადებით, ბრალდებული მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს.
გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვნას პატიმრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. კერძოდ, ციხის ერთ-ერთი კორპუსიდან ისმოდა პატიმრების შეძახილები. პატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ, საპასუხოდ ადგილზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პატიმრებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს. პატიმრები სააკაშვილის მიმართ პროტესტს შუქის მუდმივი ანთება-ჩაქრობითაც გამოხატავდნენ. გარდა ამისა, ციხის გარე და შიდა პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია მობილიზებული. გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც სააკაშვილია გადაყვანილი, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილია შეყვანილი.
გლდანში, სადაც ექს-პრეზიდენტია მოთავსებული, მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა და ადმინისტრაციისგან მოითხოვა სასწრაფო წესით სააკაშვილთან შეხვედრა, რომლის განცხადებით, გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. არასამუშაო დროს გლდანის მე-18 დაწესებულებაში მივიდა ნიკა გვარამია და სააკაშვილის ნახვას დაუყოვნებლივ მოითხოვდა. გვარამია ამტკიცებდა, რომ ყველა ის კრიტერიუმი აქვს იმისათვის, რომ ციხეში შევიდეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე პოლიციის წარმომადგენლებსა და ნიკა გვარამიას შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც იყო. ის აცხადებს, რომ ადგილის დატოვებას მანამ არ აპირებს, სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მიხეილ სააკაშვილს არ მოინახულებს. გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილი ნაცემია და ამ მოტივით პენიტენციალური დაწესებულება დაცვის მხარეს პატიმართან შეხვედრის უფლებას არ რთავს.
ის, რომ ექს-პრეზიდენტი ნაცემია, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც მე-18 დაწესებულებაში შეხვდა სააკაშვილს. როგორც ლომჯარია აცხადებს, პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის და თავად ბრალდებულმა დაუდასტურა, რომ მასაც ესმოდა ეს ხმაური და შეძახილები.
„მისი განცხადებით შედგა კონსილიუმი და მან იცოდა, რომ ის გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, ის თავისი ნებით დათანხმდა. ამბობს, რომ მას ზეპირად უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავით და იქ რაიმე სახის დოკუმენტი არ არსებობს სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე გადმოიყვანეს, არ უნდოდა გადმოსვლა მანქანიდან და ძალით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში. უარი თქვა ექიმის გასინჯვაზე, ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ სხეულზე აქვს დაზიანებები. ვიზუალურად კი არაფერი ეტყობოდა.
ის ამბობს, რომ მე-18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებას რაც შეეხება, ყველაფერი დავათვალიერე და ადგილზე არის გარკვეული აპარატურა. ადგილზე ახლა არ არის მრტ-ს აპარატი და კათეტერის აპარატი. ტომოგრაფიის აპარატი, ჯერჯერობით, დგას დერეფანში და ამბობენ, რომ ეს მალე დამონტაჟდება“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში დღის მეორე ნახევარში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. მისი მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. პროტესტის ნიშნად ის აცხადებდა უარს და არ გადმოდიოდა მანქანიდან და გადმოიყვანეს ძალით. ბადრაგის თანამშრომლებმა მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილმა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შემდეგ, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა. ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, მზარდი შეიქმნა. ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო, იგი განთავსებულია გლდანის ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. რატი ბრეგაძეს განცხადებით, ასევე გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების საკითხი, რომელიც, შესაბამისი უწყების ინფორმაციის მიერ იყო გაჟღერებული, რომ მოსალოდნელი იყო გარკვეული პროვოკაცია.
„სააკაშვილი განთავსებულია გლდანის ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მასზე იზრუნებს სამედიცინო პერსონალი და მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო, ვიდრე ეს იყო ნომერ მე-12 დაწესებულებაში. ჩვენ გვქონდა სხვა ინფორმაციაც და პატიმრის ირგვლივ არსებული სიტუაცია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას. ამ მოტივებით იგი გადაყვანილ იქნა სხვა დაწესებულებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას, რომ ექს-პრეზიდენტი მოტყუებით გაიტაცეს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, მინისტრი აცხადებს, რომ დესტრუქციულ ძალებს არ ესმით არც სიმშვიდე და არც მშვიდი ენა, ამასთან რა სცენარიც არ უნდა განახორციელონ, ადეკვატური პასუხი იქნება.
„რომელ გატაცებაზეა საუბარი?! როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც თავს დებენ, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება სათანადო დონეზე იყოს დაცული. მათ არ ესმით არც სიმშვიდე, არც მშვიდი ენა. დროა შეეგუონ, რომ არსებობს კანონი, რომელსაც სჭირდება დაცვა. რა სცენარიც არ უნდა განახორციელონ, ადეკვატური პასუხი იქნება“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტი განწირული ჰყავს ტერორისთვის, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი წინააღმდეგი იყო, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაეყვანათ. შესაბამისად, ეს არ არის ჰოსპიტალიზაცია, ეს არის სპეცოპერაცია.
„სპეცოპერაციის დროს ესენი ყველაფერს იკადრებდნენ. ყველა ტიპის შეურაცხყოფას. ბრეგაძის განცხადებები არის მცდელობა, იმ კრიმინალის გადაფარვის, რაც მისმა უწყებამ ჩაიდინა. ისრების მიხეილ სააკაშვილზე ბინძურად გადატანა, საბჭოთა სტილში, სრულიად ამორალურია. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას მკაფიო პასუხს გასცემს. ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, სამწუხაროა, რომ დღეს კანონს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქართველმა ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა ამ უსამართლობის დასასრულებლად, რადგან სამართლებრივი მექანიზმები არ მუშაობს და მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაწირული ჰყავთ ტერორისთვის. საბოლოოდ უნდათ, რომ გარდაიცვალოს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც ის იზოლირებულია, მას ემსახურებიან კვალიფიციური ექიმები, რა თქმა უნდა, ეს არ არის პატიმრის გატაცება და წამება, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, რომელიც ჯერ აწამეს და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ღამის 2 საათზე მასთან საკანში მივიდა სპეცრაზმი და გაიყვანეს ციხის სამკრუნალო დაწესებულებიდან, N7 დაწესებულების სარდაფში, სადაც 2 კვირის განმავლობაში არ ჰქონდა საწოლი, სკამი, მათ შორის შუქი და რაც ყველაზე მთავარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოლაშვილი წყალში იდგა.
„გატაცება როგორ არის? ალბათ, დასჭირდა სამედიცინო ჩარევა და გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილს პატივი დადეს. სამწუხაროდ, ასეთი პატივის ღირსი არ იყვნენ პატიმრები სააკაშვილის მმართველობის დროს. მაგალითად, ჩემი ძმა, სულხანი რამოდენიმეჯერ ღამის 2 საათზე, გამთენიისას 4 საათზე ციხიდან ციხეზე გადაჰყავდათ ისე, რომ მთელი დღე ვეძებდით და მერე დავადგენდით რომელ ციხეში ჰყავდათ სულხანი, ამის მერე ისევ გაიყვანდნენ და ასევ ვეძებდით. ეს იყო გატაცება. ყოველ კვირა ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავდათ.
დარწმუნებილი ვარ, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ გადაჰყავდათ. სულხანიმ არ იცოდა, სად გადაჰყავდათ, ციხეში, თუ დასახვრეტად გადაჰყავდათ. ღამის 2 საათზე ციხის საავადმყოფოდან გაიყვანეს, გადაიყვანეს მე-7 დაწესებულების სარდაფში. რამდენიმე კვირა ფეხზე იდგა, არ ჰქონდა არც საწოლი და არც სკამი. ვერ იმართებოდა, იმიტომ, რომ შეასახლეს ისე ადგილას, რომელიც იყო საკმაოდ დაბალი, უმძიმესი მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ჯურღმულში ჰყავდათ სულხანი. წარმოიდგინეთ, არც გვეუბნებოდნენ სად ჰყავდათ, გვიმალავდნენ. 16 დღის განვალობაში შუქი არ ჰქონდა, წყალი იდგა საკანში.
ეს იყო გატაცება, თორემ სააკაშვილი არის სასტუმროში. სუფთა ტანსაცმელი აცვია, სულხანის ამის უფლება არ ჰქონდა. იცით, რომ აკრძალული გვქონდა ტანსაცმლის შეგზავნა. სააკაშვილის ერთი შვილი შორტებით შეგრიალდა, მეორე პაპკა ამოდებული. სულხანის უთხრეს - სამიდან ერთ-ერთი შვილი აარჩიეო. აი, ეს არის წამება. სააკაშვილთან შვილებიც შედიან, ცოლებიც და საყვარლებიც. ყველა პირობა აქვს შექმნილი. აბა, იმ პირობებში ყოფილიყო, როგორშიც სულხანი, გაძლებდა? ვერ გაძლებდა. სამართლიანია ის, როგორც სააკაშვილს ექცევიან? იმიტომ, რომ ყოფილი პრეზიდენტია? მაგ საქართველოს პრეზიდენტმა გაუკეთა უბედურება საქართველოს! საკუთარი ერი გაწირა! განა რა დაუშავა საკუთარმა ერმა, ასე რომ მოექცა ეს არაკაცი, ეს ვითომ კაცი, ეს კაცმაცუნა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე მოლაშვილმა.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ცნობს სახელმწიფო წესრიგს და არესბულ ხელისუფლებას. მისი თქმით, ასე იყო „ნაცმოძრაობის“ ყველა იდეოლოგიური წინაპარი, როგორიც იყვნენ ბოლშევიკები რუსეთში, ფაშისტები გერმანიაშია და იტალიაში, კამბოჯაში, ჩინეთში და ყველაგან, სადაც ასეთი ტიპის ძალა ყალიბდებოდა, არ ცნობდნენ არესბულ ხელისუფლებას. არჩევნებს და დემოკრატიულ ხელისუფლებას იყენებდნენ იმისვის, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და ამისთვის არ ერიდებოდნენ არანაირ საშუალებას.
„რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვნის პროცესს და სააკაშვილს მოთხოვნებს, ეს არ უნდა განვიხილოთ არც პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის წმინდა ფსიქიატრიული მოვლენა, უნდათ და მოითხოვენ, მორჩა და გათავდა. საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც საერთოდ საღი აზრის გარეშეა დარჩენილი, ამაზე რა უნდა ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით - მეუფე ნიკოლოზი იქნება, მელქისედეკი, თუ ცალკეული მღვდელმსახურები! ტრაგედია ის კი არაა, რომ ნიკოლოზი ასეთ კომენტარებს აკეთებს, ტრაგედია ის არის, რომ ის მიტროპოლიტის ხარისხშია. ტრაგედიაა ის, რომ ჩვენ გვყავს მიშისტი მიტროპოლიტები და მღვდელმსახურები. ეს ადამიანები ერთმანეთში ათავსებენ მიშიზმს და ქრისტიანობას!
ამ კაცმა (მეუფე ნიკოლოზი რედ.) თავისი უსირცხვილოებით ყველას გადააჭარბა. მეცოდება მისი მრევლი და მისი ხელდასხმული მღვდლები. როგორ შეიძლება ეს კაცი მიტროპოლიტი იყოს. ადამიანს სინდისის ნიშანწყალი არ აქვს! ქიმიურად სუფთა არის სინდისისგან! სააკაშვილმა თურმე იმარხულა, რადგან თურმე შიმშილობდა, ამიტომ აზიარა და შეადარა ისტორიულ გმირებს. ამ მართლა უწმინდურებმა დიდი ხანია სიტყვა შეაჩვიეს ჩვენს სიწმინდეებს. ეს არის მიზანმიმართული პროცესია. თავიანთი ბინძური ენით, ტვინით და ხელით შეურაცხყოფენ ყველაფერ იმას, რაზეც დგას ქართული იდენტობა. ეს კაცი გასაპარსი და საცემია, პანჩურებით უნდა გააგდო იმ ეკლესიიდან, მე ასეთი შეხედულება მაქვს. დავით აღმაშენებელს ადარებს სააკაშვილს, იმ დავით აღმაშენებელმა მისგვარი ავაზაკები გაპარსა და გამოაგდო ეკლესიებიდან! სულ არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის ამ სიტყვების გამო!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე და მიიჩნევს, რომ პოლიტკორექტულობამ დაღუპა საქართველო.
„ამდენმა ერთად შეყრილმა იდიოტმა დაღუპა ეს ქვეყანა. არაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ კოლექტიური გუბაზ სანიკიძის მოვლენა გვაქვს საქართველოში. გუბაზ სანიკიძე არის უსირცხვილობის სიმბოლო, რომელიც ჯერ იძახდა, რომ სააკაშვილის სახით ჯალალედინია საქართველოშიო და დღეს ამბობს, რომ დასავლეთის ვარსკვლავიაო! არ იცის საიდან შეუძვრეს სააკაშვილს! არის ასეთი კოლექტიური სიმბოლოები - კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყო, მაგრამ აი, გუბაზმა ყოველგვარი ლიტერატურის გარეშე, თავისგან შექმნა უსირცხვილობის პერსონაჟი, რომელიც საუკუნეებს გაყვება“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! - 2 კვირის განმავლობაში არ ჰქონდა საწოლი, სკამი, შუქი და რაც მთავარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოლაშვილი წყალში იდგა."
!!!
გესმით მაინც, თქვე არაადამიანებო, რას წარმოადგენდა თქვენი ციხე და რას აპროტესტებთ დღეს?!
თქვენ - ამ ჯოჯოხეთის შემოქმედნი და "გამპრავებლები" - აცხადებთ, რომ სააკაშვილი იმყოფება ჯოჯოხეთურ პირობებში?!
...ბექა ბასილაიას თქმით... სააკაშვილი წინააღმდეგი იყო, თურმე, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაეყვანათ!
წარმოგიდგენიათ ამათი თავხედობა?!
რასა ბრძანებთ, ბატონო ბასილია, ჰკითხეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს, - იქნებ პატიმრობაზეც არ არის თანახმა და თავის სასახლეში ურჩევნია ყოფნა?
-სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს საკნიდანო. მან არ იცოდა სად მიჰყავდათო. (ეგ რაა, მისმა ბოლო ცოლმა ბრძანა, უკრაინასთან უნდა შეეთანხმებიათო...კაცო, უკრაინასთანაო?! ამასაც ოქსორფდში, ან ჰარვარდში ასწავლეს?!)
-დიახაც, არც უნდა სცოდნოდა და არც შესათანხმებელი იყო არავისთან არაფერი... ამას პროკურტურა ადგენს! ...ხოლო გადაწყვეტილებებს, ციხის ადმინისტრაცია იღებს და ათანხმებს მას, სხვა დაწებულების ადმინისტრაციასთან...საჭიროებისამებრ.
...და პატიმარს არავინ აარჩევიებს, სად უნდა და სად არა!!!
ეს, მისმა ადვოკატებმაც უნდა იცოდნენ...
...და სტარსბურგმა ხომ იცის და იცის. ასე რომ, ნუ ბაქიბუქობენ!
...და ათამაშებენ ამდენ გაუცნობიერებელ, ფსიქიურად არასტაბილურ (აბა, სხვა რა ქვია, პოლიტიკოსზე შეყვარებულ და მისთვის თავგანწირულს?!) ადამიანს!
პ.ს. ქვეყანას რას ერჩოდა ეს ივანიშვილი, თორემ ნაციონალებს რაც ეკუთვნოდათ, იმ ყოფაში ჰყავს! ვინმემ არ დაიწყოთ, ეს (გა)აშენა და ის გაალამაზაო... აშენებულ-გალამაზებული სსრკ-ში რომ ვიყავით,ისე უნდა! ...და მიშამ კიდე ბლომად კრასკა...ვისი ფულით, უკვე რა აზრი აქვს ამაზე საუბარს?
დემოკრატია ფუნქციონირებს, მეტ-ნაკლებად დალაგებულ საზოგადოებებში...
...ოღონდ ქართული, ბიუჯეტის თქვლეფის კოეფიციენტი ვერ გამოთვალეს ჯერ, დემოკრატიულ პროცესებში და მაგიზა გეზარება შენ დემოკრატია ალბათ!
30 წელია ერთი მუჭა ხალხი,თავისი ნაშიერებიდან დაწყებული ნაშებით დამთავრებული, ბიუჯეტის ჭამის ეფექტურ გეგმებს იმუშავებს... და შენ დემოკრატიას იწუნებ?!
რავა, სულ სხვისი გამოგონებების დაწუნება-ანალიზში ვართ!
ჩვენს, მანკიერ მხარეებს შევხედოთ ჯერ!
რა სახის მმართველობის ფორმა გინდა ჩამოაყალიბე ერთი, მოგისმინო...
სხვის კრიტიკას და სხვაზე საუბარს რომ მოეშვა, არა?!
თუ დემოკრატია ფუნქციონირებს, იქ წესიერ ადამიანს აქვს ნორმალურად ცხოვრების საშუალება... კეთილსინდისიერად, შრომით, შესაფერისი ანაზღაურებისათვის გაიქცა ამდენი ადამიანი ქვეყნიდან. რა იყო, ჩვენ ვინც დემოკრატიულ ქვეყნებში ვცხოვრობთ, უღმერთოების და პედოფილების გარემოში ვართ და ვერაფერს ვხედავთ?!
მე იმას გეუბნები/ გედავები, რომ შეგვეძლო ქვეყანას დავმსგავსებოდით და ამაში, უპირველესად სახელმწიფო ინსტიტუტების სწორი მართვა-მუშაობა იგულისხმება...
და ამას, ის ხალხი აკეთებს, ვინც ისწავლა და ფლობს შესაბამის ცოდნას...და არა,მოუნდა და დაინიშნა მინისტრად...
ბოლოსდაბოლოს, მზე, წყალი,მთა და ზღვა გვაქვს ერთად...
და შეიძლება გვშიოდეს?...ან პურს,პომიდორს და ბარდას საზღვარგარეთიდან ვეზიდებოდეთ?!
შენ კიდე ზიხარ და მიხსნი, რა ბოროტებაა ეს დემოკრატია?
რაის პედოფილია და ტრანსგენდერები... ამის მეტს რომ ვერაფერს ხედავ კაცი გერმანიაში,რაზე გელაპარაკო?!
ან რა ისტორიული მაგალითებით გინდა რამეში დამარწმუნო?
მე, კეთილსინდისიერი შრომით ვცხოვრობ და ეს, არის ჩემთვის ყველაზე მეტი სარწმუნო.
არავინ არაფერს გეხვეწება,ან გაძალებს არც ევროპაში და არც საქართველოში.
შეხედე, ქართველმა პოლიტელიტამ რაც ვერ შეძლო, ყველაფერი "დასავლეთს ასე უნდა"-თი შემოგასაღათ... მაგას დაემტა რუსეთის პროპაგანდა, რომ ევროპა არის დამღუპველი და მხოლოდ ჰომოსექსუალები და პედოფილების სამშობლო... და აჰა შედეგი!
აგერ ხარ და მიყვები ამბებს იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ვცხოვრობ... შვილებს ვზრდი წესიერ, მიზანდასახულ და მშრომელ ადამიანებად.
მაშინ ტვინიანი და მცოდნე ხალხი მართავდა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მაინც ახერხებდნენ იმის შენარჩუნებას, რაც ფუნდამენტური იყო!
შენ თავისუფლება არ გესმოდეს, აბრალე ახლა, ვიღაც დაულაგებელ ევროპელებს!
აშშ-ს სამხრეთი ტერიტორიები რომ მექსიკა იყო და წაართვეს...იმაზეც დაწერე ერთი ორი სიტყვაც ბარემ. ამის მერე, რაფერ ბედავს ამერიკა ხმის ამოღებას?! ... და კედლის აშენებას რომ აპირებდა ტრამპი კიდევ... მოასწრო?
შენი აზრით, სხვა ქვეყნებში არ იციან ეს ამბები ?!
მასეთი რომ არის დასავლეთი, ეს ყველამ იცის... მაგრამ დანარჩენი ქვეყნები ამაზე კი არა, თავის საქმეზე საუბრობენ... ან აკეთებენ საქმეს!
...ჩვენ რა ვაკეთეთ ეს 30 წელითქო ამას გიხსნი და შენ ჯიუტი ბავშვივით: -აბა ისინი რომ ასეთები და ისეთები არიანო?!
ხო არიან...მაგრამ ჩვენ, იმ ნასესხები,თუ სხვა ფორმით მიღებული ფულით, შეგვეძლო რაღაც ნორმალური (დ}აგვეწყო და რა მოხდა???
მმართველი კლასის გამდიდრებას და კორუფციის ჭაობს ვერ გავცდით!
ჩვენს პრობლემებზე: კორუფცია,ნეპოტიზმი და ჩამორჩენილი განათლების სისტემა... ამაზე ლაპარაკსაც, დაეკარგა უკვე აზრი, ისეთ აბსურდულ სიტუაციაშია ქვეყანა მაგრამ... დასავლეთის მანკიერ მხარეებზე სულ აპელირებაც ნამეტანი სიბრიყვეა, ნამეტანი!