მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯამრთელობის გაუარესების პრევენციის მიზნით N18 გლდანის სამკურანლო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა 40 წუთის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას გორის სამხდრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. საბოლოდ პენიტენციური სამსახურის მიერ ცნობილი გახდა, რომ ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. პრეზიდენტის მოსანახულებლად დაწესებულებაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა.
ამის პარალელურად კი ენმ-მ თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დაგმო. ოპოზიცია გეგმავს, რომ ხელისუფლების საქმიანობის პარალიზება მოახდინოს, აქციები გამართოს მთავრობის კანცელარიასთან, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის შენობასთან. აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კანცელარიის პიკეტირება უნდა მოახდინონ, რათა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუშაობა ვეღარ შეძლოს.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძე მიმართავს ოპონენტებს, საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდონ.
„ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული იმით, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს ძალიან კარგ მდგომარეობაში. მინდა კიდევ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა, მოუწოდონ საზოგადოებას სიმშვიდისკენ, ნაცვლად რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ამით ქმნიან რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ამის უფლებას ვერავის მივცემთ.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“, - აღნიშნავს ბრეგაძე „იმედის“ ეთერში.
როგორც ბრეგაძე განმარტავს, მიხეილ სააკშვილის აღნიშნულ ქმედებაზე სამართლებრივი რეაგირება იქნება.
“ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც 24 საათი ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვერავის მივცემთ ამ თანამშრომლებისთვის შეურაცხმყოფის მიყენების უფლებას. რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხირდან. ამ საკითხს ვსწავლობთ“, - აღნიშნავს ბრეგაძე.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 39-ე დღეს კონსილიუმმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ ინფორმაცია პატიმრის პირადმა ექიმმა გაავრცელა.
ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმი ყოფილ პრეზიდენტს არ შეხვედრია, ვინაიდან, ამის სურვილი სააკაშვილს არ ჰქონდა და ექიმებმა გადაწყვეტილება მხოლოდ ანალიზების საფუძველზე მიიღეს.
"მდგომარეობა იყო გაუარესებელი და კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება,რომ მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანათ მაღალპროფილურ კლინიკაში. ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს, მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა კონსილიუმთან შეხვედრა,"- აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობსს, რომ მიხეილ სააკაშვილის თემით ოპოზიცია ტემპერატურის მაღლა აწევას ცდილობს. ძაბირაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას უკვე გაცხადებული ჰქონდა, თუკი მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა გართულდებოდა, მაშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ და ასეც მოხდა.
„დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლება გლდანის ციხის საავადმყოფოში ყველა პირობას უზრვუნველყოფს იმისთვის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
“რაც შეეხება ოპოზიციას და მის ქმედებას, ისინი ცდილობენ, რომ ყველანაირი ნიუანსი გამოიყენონ იმისთვის, რათა ქეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ. თუმცა საზოგადოებაში ამის განწყობა ნამდვილად არ არის და ამაზე მეტად ვეღარ აწევს. რეალობა სხვაგვარია და არ ვიცი ოპოზიცია ამას ვერ აფასებს, ან კიდევ არ უნდათ რომ შეაფასონ.
“შესაძლოა სხვა გამოსავალს ვერც ხედავენ და ამ თემით მანიპულაციით ცდილობენ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს შეინარჩუნებენ. ქვეყანაში არ არის ის განწყობა, რომ სააკაშვილის თემა საყოველთაო პროტესტად და იდეად იქცეს. მოსახლეობის ნაწილი გაყოფილია და სულაც არ ფიქრობენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია ან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“,-ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“
მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაცია სულაც არ არის ვალდებული წინასწარ განაცხადოს ვინ სად და რატომ გადაჰყავს. ძაბირაძე ამბობს, რომ მითუმეტეს ისეთ სიტუაციაში, როცა არსებობს რისკი, რომ მისი მარშუტის ბლოკირება და გარკვეული პროვოკაციების მოწყობა მოჰყვება. ამიტომ ხელისუფლებამ ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობის გარეშე, ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები იქნება, მაგრამ ენმ-ი ქუჩაში იმდენი ადამიანის გამოყვანას მაინც ვერ შეძლებს, რაც უკვე გამოჰყავდა.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი აშკარად სემედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ შიმშილობს. ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ტიპის შიმშილი მსოფლიოში გავრცელებულია. სამედიცინო დაწესებულებებში არ იკვებებიან და ის რაც საზოგადოებამ იხილა, ეს მხოლოდ სამედიცინო მიზნით მიღებული საკვები იყო. ამიტომ ახლა ორმხრივ ბრძოლას ვადევნებთ თვალს. სააკაშვილი „ოცნების“ გატეხვას ცდილობს და პირიქით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ის გატყდეს.
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა დიდხანს ასე გაგრძელდეს. სავარაუდოდ, მისი მდგომარეობა დროთა განმავლობაში გართულდება. ახლა რასაც თვალს ვადევნეთ არის ის, რომ სააკაშვილი ხელისუფლების ნებისყოფას ცდის. ხოლო „ოცნება“ კი სააკაშვილის გატეხვას ცდილობს. ორივე მათგანი ერთმანეთს ეჯიბრებიან.
“თუ სააკაშვილი ისე გაითიშა, რომ არ დათმო, ის ხელისუფლებაზე მორალურად გაიმარჯვებს. თუმცა, ამით რას მიაღწევს ეს ნამდვილად არ ვიცი. ხელისუფლება სააკაშვილის შიმშილობას ცინიკურად უყურებს და ეს კადრების გამოქვეყნებითაც ნათელი გახდა.
“მესამე პრეზიდენტი თავის ამომრჩეველზე მუშაობს. მას ცალსახად და მკაფიოდ გამოკვეთილი ამომრჩეველი ჰყავს, რომლისთვისაც მისი ჯამრთელობა და მდგომარეობა მნიშვნელოვანია. სხვა დანარჩენ მოსახლეობას მისი მდგოამრება არ აღელევბს დაა მის გამო ქუჩაში არ გამოვლენ“,-ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.