შემწვარი თევზი კარტოფილ ფრისთან ერთად

შემწვარი თევზი კარტოფილ ფრისთან ერთად

ინგრედიენტები

4   ცალი კარტოფილი

სიმინდის ან არაქისის ზეთი

450   გრამი ვირთევზას ფილე

2/3  ჭიქა ფქვილი

1/2  ჩ/კ მარილი

1/2  ჩ/კ საჭმელი სოდა

1   ს/კ ძმარი

2/3  ჭიქა წყალი

მომზადებ

დაჭერით კარტოფილი სიგრძეზე, 1სმ სისქით.

გააცხელეთ ზეთი ღრმა ტაფაზე (რაოდენობით საკმარისი იმისათვის რომ კარტოფილი დაიფაროს). გაავსეთ სპეციალური რკინის კალათა ნახევარი პორცია კარტოფილით და ჩაუშვით მდუღარე ზეთში. თუკი სპეციალური კალათა არა გაქვთ შეგიძლიათ კარტოფილი პირდაპირ ჩაყაროთ და შემდეგ როცა შეიწვება, ქაფქირით ამოიღოთ. შეწვით კარტოფილი 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. ამოიღეთ და დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ შეიშროს ზედმეტი ცხიმი. შემწვარი კარტოფილი დაყარეთ ლანგარზე. გაიმეორეთ იგივე პროცედურები დარჩენილ კარტოფილზე.

დაჭერით თევზის (ვირთევზას ან სხვა რომელიმე მჭლე თევზის) ფილე ფართე ნაჭრებად. ფქვილი და მარილი აურიეთ ერთმანეთში. საჭმელ სოდას დაასხით ძმარი, შეურიეთ, დაამატეთ წყალი და მიღებული მასა დაასხით ფქვილს, ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამოავლეთ თევზის ნაჭრები მიღებულ მასაში და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან 3 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ-ყავისფრად არ შეიფერება. გადმოიღეთ და დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ დაიწრიტოს.

დააწყვეთ თევზის ნაჭრები შემწვარი კარტოფილის თეფშზე და გემრიელად მიირთვით!