ინგრედიენტები
ლორი
ნახევარი ძეხვი
2 კბილი ნიორი
50 მლ/ლ ზეითუნის ზეთი
500 გრამი პომიდორი
100 გრამი ყველი
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი ბულგარული წიწაკა
700 გრამი ფქვილი
200 მლ/ლ წყალი
100 მლ/ლ ზეთი
20 გრამი საფუარი
1/2 ჩ/კ მარილი
მომზადება
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ზეთი, მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ტილო, დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 1-2 საათი.
როცა ცომი აფუვდება დაამუშავეთ, შემდეგ გააბრტყელეთ, დადეთ ტაფაზე, წაუსვით ზეთი, ზედ დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პამიდორი, სოკო, მოაყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი, ლორის ნაჭრები, ძეხვი, მოაფშვენით ყველი, მოასხით ზეითუნის ზეთი, შედგით ცხელ ქურაში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
სანამ გამზადდება რამოდენიმე წუთით ადრე ზემოდან დააწყვეთ წითელი და მწვანე მრგვლად დაჭრილი წიწაკა. გემრიელად მიირთვით!