ინგრედიენტები
2 ჭიქა თეთრი შაქარი
1 ჭიქა დაპრესილი ყავისფერი შაქარი
1 ჭიქა სიმინდის სიროფი
1 ჭიქა უშაქრო შესქელებული რძე
470 მლ/ლ სქელი ნაღები (ასათქვეფი)
1 ჭიქა კარაქი
1 1/4 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადება
მოუსვით ცხიმი 30X38 სმ ზომის ლანგარს.
გაზქურაზე საშუალო ქვაბში აურიეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი, სიმინდის სიროფი, შესქელებული რძე, ნაღები და კარაქი. ურიეთ და თან ტემპერატურა საკონდიტრო თერმომეტრით აკონტროლეთ. როცა თერმომეტრი 120 C-ს მიაღწევს გადმოდგით გაზქურიდან.
შეურიეთ ვანილი. მიღებული მასა წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ და ბოლომდე გააცივეთ. როცა გაცივდება, კარამელი პატარა კუბიკებად დაჭერით და გადაახვიეთ კანფეტის შესაფუთ ქაღალდში. გემრიელად მიირთვით!
საკონდიტრო თერმომეტრის არქონის შემთხვევაში: რომ მიხვდეთ მზად არის თუ არა, მიღებული კარამელის მასის ერთი წვეთი ცივ წყალში ჩააგდეთ, თუ ის გამყარდა და ბურთულად იქცა ესე იგი კარამელი მზადაა.