ინგრედიენტები
100 გრამი ზეთისხილი
200 გრამი ლორი
1 ქილა სიმინდის მარინადი
100 გრამი სოკო შამპინიონი
სალათის ფურცლები
მაიონეზი
2 ცალი კვერცხი
მომზადება
დასაწყისისათვის მოხარშეთ კვერცხი. შემდეგ კი გააგრილეთ.
დაჭერით ლორი მცირე ნაჭრებად, სოკო წვრილ ფირფიტებად, ზეთისხილი რგოლებად.
წვრილად დაჭერით მოხარშული კვერცხი.
ჩაყარეთ ჯამში ხორცი, სოკო(სასურველია მარინირებული), კვერცხი, ზეთისხილი, ასევე არ დაგავიწყდეთ სიმინდის მარინადი (ან კონსერვირებული სიმინდი).
მოასხით მაიონეზი, აურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
ასევე შეგიძლიათ სალათი პორციებად გადაიტანოთ სალათის ფურცლებით წინასწარ მოწყობილ თეფშებზე.