ქრისტიან-დემოკრატების წევრი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს,რომ ქვეყანაში არც კომუნისტური სახელის ქუჩა უნდა იყოს და არც ვარდების მოედანი.
ვეფხვაძის ამ განცხადებამ უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი აღაშფოთა.
- ის, რაც 1921 წელს მოხდა საქართველოს ოკუპაცია იყო, ხოლო ის, რაც 2003 წელს მოხდა, ქართველი ხალხის ნების გამოხატულებაა, - უთხრა კუბლაშვილმა ვეფხვაძეს.
ვალში არც ვეფხვაძე დარჩა.
- ორივეს გჭირთ ნარცისიზმი, ყველაფერს თქვენს თავზე ირგებთ, - მიმართა ვეფხვაძემ კუბლაშვილს.
- ცუდია, თუ ქრისტიან-დემოკრატები საქართველოს ოკუპაციას ქართველი ხალხის ნების გამოვლენისაგან ვერ ასხვავებთ, - ხურდა დაუბრუბა კუბლაშვილმა ლევან ვეფხვაძეს.
საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვამ დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე კამათი გამოიწვია.