დღეს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტებმა გაიმარჯვეს. თამაში 166-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა და მასში სხვადასხვა სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
კადეტთა გუნდი ლიცეუმში ჩატარებული შიდა თამაშების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო 6 სტუდენტებისაგან შედგება და მათმა გუნდმა ამ ეტაპზეც საუკეთესო შედეგი აჩვენა.
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჯარის განათლების ამაღლება. კადეტები მომავალშიც გეგმავენ მონაწილეობის მიღებას ინტელექტუალურ თამაშებში რაც ხელს შეუწობს მათი ცოდნის გაღრმავებას.