სოკოს წვნიანი

სოკოს წვნიანი

ინგრედიენტები

70   გრამი კარაქი

2   ცალი პრასი

2   ცალი დიდი სტაფილო

6   ჭიქა ქათმის ბულიონი

2   ჩ/კ გამხმარი კამა

2   ჩ/კ მარილი

1/8  ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

1   ცალი დაფნის ფოთოლი

900   გრამი კარტოფილი

450   გრამი ახალი სოკო

1   ს/კ გამდნარი კარაქი ან მარგარინი

6   ჭიქა რძე

1/4  ჭიქა ფქვილი

ახალი კამა გასაფორმებლად

მომზადებ

გათალეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. დადგით დიდი ზომის ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ მასში 45 გრამი კარაქი. თხლად დაჭერით პრასი. გათალეთ სტაფილო და დაჭერით. მოათავსეთ სტაფილო ტაფაში პრასთან ერთად და შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ ბულიონი. შეკაზმეთ გამხმარი კამით, მარილით, წიწაკითა და დაფნის ფოთოლით. ბოლოს ჩაუმატეთ კარტოფილი, დააფარეთ ტაფას თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილის კუბიკები არ დარბილდება.

გაადნეთ დარჩენილი კარაქი მეორე ტაფაში. დაჭერით და შეწვით სოკო 5 წუთის განმავლობაში(სანამ ცოტათი არ შეყავისფერდება). გადაიტანეთ შემწვარი სოკო მეორე ტაფაში მომზადებულ წვნიანში.

მცირე ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი. შეურიეთ გამდნარი კარაქი და რძეე(ოთახის ტემპერატურის) ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაასხით ეს მასა სოკოს წვნიანში და მოურიეთ, რომ შესქელდეს. უკვე თეფშზე გადაღებული წვნიანი კი ახალი კამით გააფორმეთ.