რუსეთის რიაზანის ოლქში, დენთის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარსა და აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.