ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის ზებგერითი რაკეტით შეშფოთებულია

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის ზებგერითი რაკეტით შეშფოთებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ზებგერითი რაკეტით შეშფოთებულია.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, ვაშინგტონმა პეკინს აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება დიპლომატიური არხების საშუალებით დაუფიქსირა.

18 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ აგვისტოში ჩინეთმა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი გამოსცადა.

17 ოქტომბერს, გამოცემა The Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩინეთმა ახალი ბირთვული შესაძლებლობების ზებგერითი რაკეტა გამოსცადა.

წყაროების ინფორმაციით, რაკეტამ სამიზნის მიღწევამდე დედამიწას დაბალ ორბიტაზე შემოუარა.