ის 9 წელი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ათასჯერ არის შეფასებული და ვიცით, რა საშინელებაც ხდებოდა და ვიცით ყველაფერი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ციხესთან რომ აქცია გამართეს, ხალხმა ისეთი რაღაცები ილაპარაკა და გავიგე, რაც არ ვიცოდი, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის ექსპერტმა, ნათელა სახოკიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შემდეგი 9 წლის განმავლობაშიც საშინელებებს აკეთებდა.
„შემდეგი 9 წელი ეს პარტია იქცეოდა ისე, თითქოს ეს მათი სამშობლო არ იყო. თითქოს ქვა ქვაზე რომ არ დარჩენილყო, ეს მათთვის იქნებოდა კარგი. საქართველო უნდათ მხოლოდ მაშინ, თუ თვითონ არიან ხელისუფლებაში - არც ქართველები უნდათ. ამის ძალიან მკაფიო მაგალითი ისაა, რომ სულ აქვთ მცდელობა მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა გააუარესონ. აი, გაბუნიას ცნობილი გამოსვლა, როდესაც პუტინს აგინა, ჯერ ერთი არასდროს გამიგია, რომ ადამიანი ასე უგინებდეს კაცს დედის საფლავს. მაგრამ ეს ხომ არ იყო პუტინისადმი, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ 2019 წელს ტურიზმის წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა ყოფილიყო“, - განაცხადა ნათელა სახოკიამ.